საქართველო XV-მა რუსეთის A ნაკრებთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby/თამუნა ყულუმბეგაშვილი

16 მარტს კრასნოდარში რუსეთი A მორაგბეთა ნაკრებისა და საქართველო XV-ს შორის ტესტ-მატჩი შედგა, რომელიც რუსების გამარჯვებით ანგარიშით 12:3 დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

საქართველო XV:15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი), 11. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 10. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 9. რევაზ ბროძელი (ვეფხვები); 1. ზურა ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), 6. ალექსანდრე
კალმახელიძე (არმია), 7. გელაშა ლამბერიძე (აია), 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი).

მარქაფა:16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. მიხეილ რატიაშვილი (აია), 19. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 21. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 25. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი).


შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 17 მარტს ჩვენი დროით 16:00 დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტურით ადრე მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რატომ ვეთამაშებით საერთოდ და რატომ ვაძლევთ სალაპარაკოს ეს ჩვენი მეორე კი არა მესამე ნაკრებიც არაა ეს ახალი ბიჭების აღმოჩენას კი არა რუსებისთვის კოჭის გორებას გავს. ბრაზილიასთან წაგებას კიდე გაპატიებთ მაგრამ "სექენდ ჰენდ"-თან და ისიც რუსეთთან წაგება უბრალოდ სირცხვილია.
912
16 მარტი 2019 18:14
5
მეც ეგრე მგონია. აქ მეორე ნაკრები, იქ ტესტი. ვინ არიან საერთოდ და რატომ ვეთამაშებით ამდენს? მოძმე ერია თუ დიდი სარაგბო ქვეყანა ?
:))))
16 მარტი 2019 18:55
3
დისლაიქის ავტორებს არგუმენტები თუ გაქვთ დაწერეთ
912
16 მარტი 2019 18:37
3
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თამაშის დაგეგმვით ჩვენი რაგბის მესვეურებმა რუსებს ასე ვთქვათ "კოჭი გაუგორეს" და მცირე განტვირთვის საშუალება მისცეს, რადგან ეს შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ ნამეტანი სპონტანურად მოხდა საქართველო XV-ის შეკრება და ბიჭები აშკარად შეუთამაშებლები იყვნენ. მეორე, მოგვწონს თუ არა, რუსების ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე "დიდი 10" და მათი კლუბები ევროსარბიელზე მერამდენე წელია მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გაკეთდეს ერთი ქართული "ფრანშიზა"!!!
qomagi
16 მარტი 2019 20:00
5
ვინ გვაძალებდა თუ შეუთამაშებელი გუნდი იყო, თუ ბიჭები გვაკლდა, გვეთამაშა? ნებისმიერ სხვა ქვეყნის ნებისმიერი (იტალიის გარდა) დონის ნაკრებთან ნებისმიერი ექსპერიმენტი გასაგები და მისაღებია, მაგრამ რუსებთან წაგება, ნებისმიერ დონეზე, არ ეპატიება არც მოთამაშეებს და არც მწვრთნელ/რაგბის მესვეურებს.
r
16 მარტი 2019 19:02
6
ჩვენების თამაშს საცოდაობა უფრო ერქცვა ვიდრე თამაში
333
16 მარტი 2019 18:01
0
საქართველოს XV. ბიჭებო ისე რაგბში რამოდენიმე პასის გადაბმა შეიძლება რო იცოდეთ. არ იკრძალება. ეს ისე, სამომავლოდ. ხო კიდე აუტში რო მოაწვდი შენიანმა უნდა მოხსნას ბურთი :D :D :D .
d
16 მარტი 2019 18:59
1
მე არ გამკვირვებია წაგება. რუსეთის და ჩვენს ჩემპიონატებს შორის რეალურ ძალთა თანაფარდობასთან ძალიან ახლოს დგას ეს ანგარიში. რამდენიმე დღის წინ აქ დავწერე რომ ამ დღეებში ლოკომოტივმა თბილისში წააგო დიდი ანგარიშით ენისეისთან და თუ ეროვნულ ჩემპიონატის გაძლიერების გზები არ გამოინახა ზოგი რუსის ცინიკური განცხადება რეალობად იქცევა მომავალში. ეს ბიჭები არიან ცოდო ფსიქოლოგიურად -- 26 წლის განმავლობაში პირველი წაგება მაინცდა მაინც მაგათზე გადაირა, არადა წორედ ეგენი არ არიან შუაში. აქაურმა რაგბის მამებმა კი თავით მეტი უნდა იფიქრონ სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ. ხალხი 20 წლიანებში და 7 კაცაში იყვნენ გამოძახებულები და არაფერი აუცილებლობა არ იყო მაინდამაინც რუსეთთან დაეწყო მეორე ნაკრებს თამაში. ისიც თვალსაჩინოა რომ რაც ეს წარმოშობით ქართველი გახდა რუსეთის რაგბის მეთაური ძალიან აქტიური გახდა კონტაქტები. ჩვენ თუ გვაქვს აქედან მოგება? სხვა არ ვიცი და დღევანდელმა გამოცდილებამ ამ შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.
გიორგი
16 მარტი 2019 18:20
0
Did 10 sgic sheizleboda uketesi shemadgenlobis shercheva, yvela faqtoris gatvaluswinebit. Es ar iho didi 10s sauketeso shemadgenloba! Ar mgonia, rom rusetis chempionats da did 10s shoris ufskruli iyos. Zapxulshi didi 10s gundma argentina xv s mougo. Sheafaret is gundi da es
Zuka
16 მარტი 2019 19:49
1
დიდი სირცხვილი!!!რა იყო ეს?მწვრთნელი გაუშვით სახლში,თუ ახლდათ ნეტა საერთოდ.
თაზო
16 მარტი 2019 18:30
0
ძალიან ცუდი შედეგი და ასეთივე თამაშიც. ძალიან კარგად გამოჩნდა რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს. მითუმეტეს დიდი ნაკრების ხალხიც გვყავდა. 1 ჯარიმა ძლივს გავიტანეთ. მართლა სირცხვილი!
????
16 მარტი 2019 17:54
0
ჩვენი ფედერაციის შეფობისთვის ჩამახედა ტვინში...რატომ "ეკინძებიან" რუსებზე გაუგებარია! რაგბშიც რუსებზე უკეთესი საძმაკაცო ხალხი ვერ მონახეს?! რა ჭირი გვჭირს ასეთი?!
პაატა
16 მარტი 2019 19:31
2
სამარცხვინო იყო !
!!!!
16 მარტი 2019 17:56
1

სიახლეები პოპულარული