რუს მორაგბეებს ქართველებთან თამაშის თან ეშინიათ და თან "ვერ გველევიან"

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებმა თბილისში 27 აგვისტოს "ბორჯღალოსნებთან" დანიშნული ტესტ-მატჩის გამართვაზე უარი განაცხადა, რაც უსაფრთხოების გარანტიების არქონის მომიზეზებით ახსნა. აშკარაა, ეს "ზემოდან" ბრძანებით გააკეთეს, თორემ საქართველოს რაგბის კავშირთანაც ჩინებული ურთიერთობა აქვთ და მსოფლიოს თასის წინ სათამაშოდ საქართველოს ეროვნულ გუნდზე უკეთეს მეტოქეს ვერც იპოვიდნენ.

მათმა ფედერაციამ განაცხადა, რომ შეიძლებოდა საქართველოში სიცოცხლის საფრთხე შექმნოდათ, თუმცა რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ცოტა ხნის წინ თბილისში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და როგორც აღიარა, ძალიან კარგად უმასპინძლეს.

არტემევმა rugger.info-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ქართულ გუნდებთან მომავალი შეხვედრების
შესახებაც ისაუბრა:

"კონტინენტური საკლუბო ლიგის პროექტიც ძალაში რჩება. ამ საკითხში რაგბი ევროპა მხარს გვიჭერს. ვვარაუდობ, 2020 წელს ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართება, გამარჯვებისთვის კი საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, გერმანიის და შესაძლოა, სხვა ქვეყნების კლუბებმა იბრძოლონ. აღორძინდება მოსკოვის და ქუთაისის, თბილისის გუნდების დაპირისპირების სახელოვანი ტრადიცია - ეს აუცილებლად მოხდება".

დაგვეთანხმებით, ალბათ, რუსეთის რაგბის ფედერაციის ამასწინანდელი განცხადება და მისი თავკაცის ნათქვამი ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის.

altრუსეთის ხელისუფლების "რეკომენდაცია" შესრულებულია - მათი ნაკრები თბილისში არ ჩამოვა

altრუსები "ქართველ ექსტრემისტებს" უფრთხიან და რაგბის მატჩი სავარაუდოდ არ გაიმართება

altწარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

მკითხველის კომენტარები / 8 /
არასდროს აღარ უნდა ვეთამაშოთ რუსეთს ტესტ-მატჩი, ეს ღირსების საქმეა! ისინი უფრო ძლიერდებიან ჩვენთან თამაშით და ამას ხელი ჩვენვე არ უნდა შეუწყოთ , არ იმსახურებენ! ძალიან ცუდი რაღაცეების დაწერა მინდა, მაგრამ ვიცი არ გამოაქვეყნებენ.
ლაშა
24 ივლისი 2019 09:30
4
განვითარების არანაირი შანსი ისევ რუსეთის გერმანიის რუმინეთის გუნდები !
სანამ ჩელენჯ ქაფზე არ გვეყოლება სულ
მინიმუმ 1 გუნდი ყველაფერი წყლის ნაყვაა!!!!
Dimitri
24 ივლისი 2019 09:37
2
სირცხვილია ერთი მხრივ ვითომ 6 ერში რატო არ გვამატებთო და მეორე მხრივ არც არის მცდელობა ევრო ტურნირებში ჩართვის! სად თბილისში რომ ჩამოვა ლესტერი,გლოსტერი,ტულუზა და სხვა გრანდები ჩვენ გუნდებთან სათამაშოთ და სად კრასნოიარსკი და სხვა რუსული გუნდები! ეს რანაირი განვითარებაა?
Dimitri
24 ივლისი 2019 15:01
2
არაფერია გამომრიცხავი რუსეთს თუ იცნობ. "ვერხს" იღებს თავისებურად, "გსჯის" "ქცევას გასწავლის" რომ მერე მედიდურად "ჩაგრთოს" თავის პროექტში, იქით მადლობასაც მოელის. სპორტალმაც ხო ვერ ნახა ვითიბის გარდა სხვა სპონსორი :( (რუსეთის სახელმწიფო ბანკია)
ირაკლი
24 ივლისი 2019 14:15
1
არანაირი საუბარი არ უნდა იყოს საკლუბო დონეზე ამათთან ერთად მონაწილეობის. რა ისტორიის აღორძინება ამათ სიცხე ხომ არ აქვთ.
ჩვენთან მეტი პოლიტიკური სიმტკიცეა საჭირო . საერთოდ აეკრძალოთ ჩამოსვლა რუსეთიდან მათ მოქალაქეებს. 520 დოლარიანი ტურისტი რომელიც სად დაზოგოს კაპიკები არ და ვერ იქნება ძირითადი მასა .
მიხაელ
24 ივლისი 2019 11:33
7
თვალში მოსახვედრი განმცხადებელის დარწმუნებულობაა რომ თავისას გაიტანს და აქედან უარს ვერ გაუბედავენ. ჩემთვის ერთი რამეა ცხადი რომ ორი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რამის დამწერს და შემომთავაზებელს სულ მცირე თვითონ ხომ თავმოყვარეობა არა აქვს, მაგრამ ქართველებსაც ასე უყურებს როგორც უთავმოყვარეოს, და ფიქრობს რომ სულ ერთია, პატივცემული 'შავტრაკიანები' ამაზე უარსსაც 'გაატარებენ', მიჩვეულები არიანო. სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებით, შეიძლება მართლებიც აღმოჩნდნენ.
გიორგი
24 ივლისი 2019 13:20
0
რა კონტინენტალურ ლიგაზეა საუბარი რუსებთან ერთად ეს მხოლოდ მათ ინტერესშია, ჩვენ ქართულ გუნდები იქ ვერავითარი პროგრესი ვერ ექნებათ თანხები კლუბებს იგივე დაუჯდებათ რაც ევროპაში მაგას ისევ ფრანგების მიერ დაანონსებულ პრო დე 3 ში ვეცადოთ ერთი კლუბი გავიყვანოთ!
კოტე
27 ივლისი 2019 21:18
1
ეს წყლის ნაყვაა. ვინმემ ხომ არ იცით ბათუმი თუ ოთამაშებს ევროთასებზე. ამ ჟურნალისტებიმა ხომ არაფერს არ იციან.
dato
24 ივლისი 2019 12:15
0

სიახლეები პოპულარული