საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება მათი სიმბოლიკის გამოყენების შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა "ძალიან რეიტინგული პარტიებისა და ლიდერების" მიერ მომზადებული კლიპი, რომელშიც გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიმბოლიკა და ფორმა.

საქართველოს რაგბის კავშირი კატეგორიულად აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება არის კანონსაწინააღმდეგო და გამეორების შემთხვევაში მივმართავთ სამართლებლივ ზომებს!"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბორჯღალი მეგრული სიტყვაა და ნიშნავს დროის სვლას ანუ უსასრულობას.ბორჯი=დრო,ღალი=სვლა მეგრულ ენაზე.კიდევ ერთხელ დაბლოკეთ
ბაჩო
15 სექტემბერი 2019 15:27
0
რაგბის კავშირმა რატო დაისაკუთრა ბორჯღალი და სიტყვა ლელო?რა უფლებით ითხოვენ საავტორო უფლებას?ტატუ მაქ ბორჯღალი და მიჩილეთ სადაც გინდათ!!!))
გიორგი
13 სექტემბერი 2019 09:57
3
სათაური და სურათი შეცდომაში შემყვანია. მკითხველს,რომელსაც არ უნახავს სურათი იფიქრებს რომ რაგბის კავშირი აპროტესტებს ხაზარაძის მხრიდან სიტყვა "ლელო"-ს გამოყენებას.ამიტომ უმჯობესია ან ის სურათი დაიდოს რაც კავშირმა გააპროტესტა ან ეს სურათი აიღოთ
უჩა
13 სექტემბერი 2019 09:29
0
ამ კლიპში, პირიქით, დამცინავად არის წარმოდგენილი ხაზარაძის გუნდის წევრები და დაარქვეს "ბრძოლაში უბედურნი".ამ ხალხს აცვიათ რაგბის მაისურები და ამაზეა განცხადებაში საუბარი
უჩა
13 სექტემბერი 2019 09:26
4
პრეზენტაციაზე არც რაიმე სიმბოლიკა მინახავს და არც ფორმა,რომ სვანიძის კანტორა "ამდგარიყო" და მსგავს სისულელეზე რეაგირება მოეხდინა!!!!ასე სწრაფად სადაც საჭირო იყო და არის მანდ არ რეაგირებენ...თან გენერალური სპონსორია :დდდ მარა დიდ მამიკოს ხო არ აწყენინებენ ახლა
აბგდ
13 სექტემბერი 2019 08:54
5
შორს რაგბი და პოლიტიკა ერთმანეთისგან!!!
gia
13 სექტემბერი 2019 01:14
0
კიმაგრამ ბორჯღალი რაგბის კავშირის საკუთრებაა?
ოეეე, ბიძოოოოო
მე
13 სექტემბერი 2019 01:08
19
ვა. კლიპი მაინტერესებს. სად ვნახავ?
გელა
13 სექტემბერი 2019 00:57
1

სიახლეები პოპულარული