ეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა თავისი საიტით გაავრცელა:
"შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:
2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 11-წლიან ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში - ქარი ქაფი;
შედგება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;
ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა,
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები;
ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთაფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდრემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით