"ბლუ ბულზი" სამი გუნდით გვეწვევა

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკული "ბლუ ბულზის" ახალგაზრდულმა გუნდებმა სექტემბერში საქართველოში ჩამოსვლის და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შედგა.

საუბარია "ბლუ ბულზის" 19, 17 და 15-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებზე, რომლებიც მზად არიან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდნენ და თამაშების გარდა, ერთობლივი წვრთნები და მწვრთნელთა გადამზადების სემინარები ჩაატარონ.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. ის მშვიდობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. წელიწადს კარგი ამბით ვიწყებთ. სამხრეთაფრიკელებმა, კერძოდ, "ბლუ ბულზმა" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდით თბილისში ჩამოსვლის სურვილი
გამოთქვა. ისინი საქართველოში რამდენიმე თამაშს გამართავენ, იქნება ერთობლივი ვარჯიშები და ფესტივალები. გადავხედავთ კალენდარს და თებერვალ-მარტში გულშემატკივარს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფრმაციას მივაწვდით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
თვეც არ დარჩა წელს ნაკრების პირველ ოფიციალურ თამაშამდე. ვონმე გვეტყვის მწვრთელი ვინ იქნება თუ ვიქტორინაა და აბა ვინ გამოცნობს - თებრვალში გავიგებთ?

თუ მწვრთელის გარეშე გამოვდივართ ის მაინც გვითხარით
იდალგო
17:18 07-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული