"ბორჯღალოსნების" მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის ნაკრები ორივე მატჩში დამარცხდა - ესპანეთთან 12:31 და ბელგიასთან 12:38. მისმა მწვრთნელმა ლი ჯონსმა rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში შემდეგი განაცხადა:
"ბელგიასთან ნამატჩევს ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა. მორალურად გავტყდით. იმ მომენტში ბიჭები ერთმანეთთან ძალიან გულახდილნი იყვნენ და მგზნებარედ განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა გამოასწორონ სიტუაცია, რომელიც ამ სავალალო ასპარეზობითაა გამოწვეული".
22 თებერვალს, ტურნირის შემდეგ ტურში, რუსეთის ნაკრები კალინინგრადში პორტუგალიას უმასპინძლებს.