რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა რამილ გაისინმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ "ბორჯღალოსნები" უნდა დაამარცხონ, rugger.info-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
"ჩვენი თაობის ისტორიაში პირველად მოგვიწია კარანტინში ამდენი ხნის გატარება. ყველანი ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. ბოლო ნახევარი წელიწადი სახლში ფაქტიურად არ ვყოფილვართ და ოჯახის წევრებთან დროის გატარების საშუალება მოგვეცა, მაგრამ გეგმები მთლიანად შეგვეცვალა. ჯერ სრულად ვერ ჩავდექით ფორმაში, შეკრებაზე გამგზავრებას ვაპირებდით.
ტრავმა მოვირჩინე, დღეში ხანდახან ორჯერ ვვარჯიშობ, ვცდილობ ჩემს რაიონში ვირბინო. სახლში მომზადება ძნელია. პროფესიონალი სპორტსმენები სხვა პირობებსა და დატვირთვებს ვართ მიჩვეულნი.
რეჟიმში ჩადგომას ვცდილობ, ადრე
ვიძინებ, გრაფიკის მიხედვით ვვარჯიშობ. არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები, ასე რომ, ნორმიდან ჩემი ერთადერთი გადახვევა კვებაა. ბევრმა შეამჩნია, რომ ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. გემრიელი კერძები ჩემი ერთადერთი სისუსტეა.
რაგბი ევროპამ დარჩენილი მატჩები გადაიტანა. ვფიქრობ, სათანადოდ განწყობა ადვილი არ იქნება. ჩვენ ხომ არცთუ წარმატებული სტარტის შემდეგ პორტუგალია და რუმინეთი დავამარცხეთ და აღმავლობის გზაზე ვიყავით. მაშინ საქართველოსთნ თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი იქნებოდა".