საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
საერთოდ უნდა მოიკვეთოს ეგ ნაკრებიდან,მაგან მარტო იმ ჟურნალისტს კი არა ყველა გულშემატკივარს გვაგინა,აბა ვის მოეწონებოდა ესეთი უსახური თამაში ჩვენი გუნდის შესრულებით. ქართული რაგბის მორალური დეგრადაცია გრძელდება , სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია.
irakli81
27 ოქტომბერი 2020 12:33
2
საკითხი მარტივია: თუ ადამიანი ქრისტეს აღიარებს თავის მხსნელად, მაშინ გინება როგორ შეიძლება, რომ მისაღები იყოს გინდა ჟურნალისტის და გინდა არაჟურნალისტის მიმართ. ხოლო თუ ადამიანი ანტიქრისტეს გზას უნდა, რომ ადგეს, მაშინ მას რა უნდა ელაპარაკო გინდა გინების და გინდა ნებისმიერი სხვა ცოდვის მიუღენბლობის შესახებ.
N
27 ოქტომბერი 2020 12:30
13
არ არის საჭირო რელიგიით სპეკულირება, ჩვენ ყველანი (ადამიანები) ცოდვილები ვართ და რომის პაპზე მეტ კათოლიკობას ნუ "დავიბრალებთ". ამიტომაც, ემოციურ ფონზე ზოგადად გინებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. თუმცა, აფციაური რომ არაადეკვატურია, ეს ადრეც შემიმჩნევია საქართველოს ჩემპიონატში. ჰოდა, როგორც ჩანს, ნაკრებიდანაც დროულად მოკვეთეს (არც დონე აქვს სანაკრებო)
სიმართლე
27 ოქტომბერი 2020 16:16
0
ადამიანის რელიგიურობა არ არის განმსაზღვრელი მისი ზრდილობისა. თუ ქრისტეს არ აღიარებს, ადამიანის შეურაცხყოფა არც ასეთის მხრიდან არის მოსაწონი.
: )))))))
27 ოქტომბერი 2020 14:29
0
იმის მაგივრად რომ ბიჭები გაამხნეოთ, უაზრო შენიშვნებს აძლევტ ე.წ. "ჟურნალისტები. იტალიამ ირლანდიასთან 50: 17 წააგო, ეს რაგბია თქვე სტერებო. ვეთანხმები გიორგი აბციაურს
rugby
27 ოქტომბერი 2020 12:22
125
ვერ გავიგე რა ხდება, რაც შეცდომა იყო არ უნდა ვთქვათ და გავჩერდეთ? ნაკრბი ყველასია ადა არა მარტო მორაგებეების, კლუბში, როცა ითამაშებენ ცუდად თუ კარგად ეგ მაგათი საქმეა. მე ვუყურე მაგ ლაივს და არაფერი არ უთქვიათ შეურაწმყოფელი უბრალოდ რაც იყო ცუდი იმაზე ისაუბრეს რა ეთქვათ კარგად ითამაშესო? თავდადება არავისთვის დაუკარგიათ.
me
27 ოქტომბერი 2020 15:26
1
ვუყურე იმათ მიმოხილვას და სად ნახა ამ ბედნიერმა შეურაცხოფა ? ყველაფერს სწორად ამბობდნენ თან პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. ეს აშკარად ვერ არის, ეტყობა თავში ბევრი ხვდება და ცოტა გარეკა.
Piper
27 ოქტომბერი 2020 15:05
0
ყველა გამოხმაურება
ჯერ ქართული ასწავლეთ ვინმემ ამ ვიგინდარას!
aleksandre
27 ოქტომბერი 2020 12:09
7
ასე რამ გაამწარა ახალგაზრდა კაცი ეგეთი რა განიხილეს ჟურნალისტებმა!?
კვარა
27 ოქტომბერი 2020 11:55
2
მემგონი არც არის ნაკრებში ეს უზრდელი და გაუწონასწორებელი ადამიანი და იმედია არც არასდროს იქნება. ჟურნალისტებთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია, მაგრამ ასეთი ფორმით გამოხატვა დაუშვებელია.
giorgi
27 ოქტომბერი 2020 11:54
5
ნავალოვსკიმ მოგების მერე მაინც გვაგინა, ესენი ძლიერ მეტოქეებთან ისვრიან ხოლმე და ახლა გინებაც დაგვიწყეს :)))
ეეჰ
27 ოქტომბერი 2020 11:50
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული