გოდერძი შველიძე "ბრივის" შერკინებას გაწვრთნის

AutoSharing Option
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" გოდერძი შველიძე ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბრივის’ შერკინებას გაწვრთნის.

კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ 42 წლის ქართველი მთავარ მწვრთნელს, ჯერემი დევიდსონს, მარკ დალ მაზოს არყოფნის პერიოდში შერკინების გაწვრთნაში დაეხმარება და მოთამაშეებს თავის გამოცდილებას გადასცემს.

შველიძემ მოთამაშის კარიერის უკანასკნელი ოთხი წელიწადი შავ-თეთრებში გაატარა და აქტიურ სპორტს 2016 წელს ჩამოშორდა. მას ბორჯღალოსნების კვართით 64 მატჩი აქვს ჩატარებული და სამი მსოფლიო თასის მონაწილეა. ის უნივერსალი პირველხაზელი იყო თამაშობდა როგორც ორივე ბურჯის, ასევე კვაჭის პოზიციაზე.

ლოგიკურია, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, შველიძე შერკინების
მწვრთნელი გახდა და ცოდნას ახალგაზრდებს გადასცემს. ის ორი წელია ფილიპ კარბონოსთან ერთად ‘ბრივის’ 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს.

ის უკვე 8 წელია ‘ბრივის’ ნაწილია და მის საშუალო და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს. შველიძე უკვე მუშაობს პირველ გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, ტოპ 14-ში ‘ბრივი’ ერთ-ერთი ყველაზე ქართული გუნდია. მის შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე, სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, ბადრი ალხაზაშვილი და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარატებები, სასიხარულო ამბავია
საიტის ადმინისტრაციავ, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს კარგი კაცი, მაგრამ ეს შავთეთრი სურათი რა ჯანდაბაა!
დათო
01:32 29-11-2020
1
სასიხარულოა. ნაკრებში რატომ არ იწვევენ ამ კაცს. ნაკრების შერკინებას შველა უნდა და ფრანგი მწვრთნელი აშკარად ვერ ქაჩავს.
გიორგი
21:12 29-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული