ირაკლი აბუსერიძე: ხელახალ არჩევნებსაც მოვიგებ - ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი?

AutoSharing Option
როგორც იცით, იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა. ამაზე განმარტება აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან,
რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს.

რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ჰყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს, რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა.

გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს სჭირდება. ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა, რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო, რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მით უმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ რაგბს და რაგბის სიყვარულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
shenc ukve patara kaci xar.
giorgi068
15 იანვარი 2021 16:31
0
რა კულტურაა პირადი შეურაცხობა(პატარა კაცი) რაგბი რაინდების სახეობაა!!! სირცხვილია ფედერაციებში ესეთი დაპირისპები!
კოკო
11 იანვარი 2021 18:24
1
არ ვიცი რატომ, უჭერენ ირაკლი აბუსერიძეს მისი მხარდაჭერები, რას შეპირდა მათ? ან რა არგუმენტები აქვთ? არ ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოა მისი ამბიციები? რა, ყველაზე საუკეთესო 9 ნომერი იყო ქართული რაგბის ისტორიაში, თუ ყველაზე სახელოვანი ნაკრების კაპიტანი? ამ კრიტერიუმით ყველაზე დიდი კაპიტანი და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რაგბისტი საქართველოს ლეგენდარული მამუკა გორგოძე ყავს ! ! ! ევროპულ და მსოფლიო რაგბში მისი, როგორც ქართული რაგბის ხელმძღვანელის პრეზენტირება მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენი რაგბის ავტორიტეტზე. თუმცა არც მამუკას შემთხვევაში შეიძლება აპრიორი იმის თქმა, რომ ის საუკეთესო მენეჯერი იქნება და მის შემთხვევაშიც აუცილებლობა იქნება ისეთი გამოცდილი სარაგბო მენეჯერის გვერდზე ყოლა, როგორიც ბაჩო ხურციძეა. ვფიქრობ ღირს ამ საკითხზე დაფიქრება ! ! !
პანტელეიმონი
11 იანვარი 2021 16:28
2
ისტორიული შანსი გვაქვს რუსეთი გავაგდოთ რაგბი ევროპიდან. ამისთვის უბრალოდ უნდა მოვუგოთ ისე, რომ ბონუსი არ ავაღებინოთ და რუმინეთმა მოუგოს ბელგიას, ისე რომ 7 ქულაში შეუშვას. სავსებით რეალურია. ამდენმა არჩევნების გაწელვებმა გამჩინა ეჭვი, რუსების "თხოვნას" ხომ არ ვითვალისწინებთ და გაწელვა იმიტომ ხდება, რომ პასუხისმგებელი არ იყოს არავინ რუსების "გადარჩენაზე"?
ზურა
11 იანვარი 2021 12:42
4
რაგბის მთავარი სიმდიდრე და მომხიბვლელობა ისაა, რომ მას კაცები თამაშობენ. საქართველოში ყველაფერი უკუღმა რატომ უნდა იყოს?
დ.დ.
10 იანვარი 2021 22:32
0
ზედმეტი დრამატიზებაა. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ რომ კაცების საპირისპიროები თამაშობენ და მაგ ფასეულობებს აწვებიან დღეს, ასე რომ...
zuka
11 იანვარი 2021 12:39
0
გულშემატკივრისთვის საინტერესოა რა დაფინანსებას ღებულობს რაგბის კავშირი სახელმწიფოსგან და შემდგომში როგორ ნაწილდებ ის როგორც კლუბებზე, ასევე ნაკრებებზე და რაგბის კავშირზე.
DAVE
10 იანვარი 2021 20:47
0
უკაცრავად მარა ხურციძემ აბუსერიძის სასარგებლოდ ხო მოხსნა კანდიდატურა ადრე. არასწორად მახსოვს?
anz
10 იანვარი 2021 13:34
9
არ ვიცი რომელი აჯობებს პრეზიდენტად, მაგრამ საქმის ჩაწყობები უნდა დამთავრდეს. ამ შემთხვევაში რეესტრი მართალია, წესდება დაარღვიეს სვანიძემ და აბუსერიძემ და მოუწევთ ახალ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა ამბავია ხურციძე სჯობს ამათ თუ არ? ისე, ამ გაქაექილ სვანიძეს ყველა აჯობებს.
გიორგი
10 იანვარი 2021 13:32
0
რა ქნას კაცო ეპატიება კანონების არცოდნა, პარლამენტის წევრი იყო მეტი ხომ არაფერი?DDDDDD
fff
10 იანვარი 2021 13:25
1
რაგბი არის რაინდული სპორტი და მოწინააღმდეგის ღირსებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთვის. თუ არგუმენტები გაქვს, ეს არგუმენტები მოიყვანე და მოწინააღმდეგის შეურაცყოფას თავი დაანებე. სიძულვილის ენა დასაგმობია ყველგან და ყოველთვის. ბატონი ხურციძისაგან რაც გავიგეთ ჯერჯერობით ვფიქრობ რომ ლოგიკური არგუმენტია. თუ ბატონმა აბუსერიძემ ამის საწინააღმდეგოდ რამე იცის გვითხრას და ამასაც გავიგებთ. ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას და ადვილი გასაგებია!
Gio
10 იანვარი 2021 12:40
3

სიახლეები პოპულარული