როგორც იცით, იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა. ამაზე განმარტება აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან, რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს.

რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ჰყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს, რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა.

გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს სჭირდება. ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა, რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო, რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მით უმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ რაგბს და რაგბის სიყვარულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს".

giorgi068
shenc ukve patara kaci xar.
კოკო
რა კულტურაა პირადი შეურაცხობა(პატარა კაცი) რაგბი რაინდების სახეობაა!!! სირცხვილია ფედერაციებში ესეთი დაპირისპები!
პანტელეიმონი
არ ვიცი რატომ, უჭერენ ირაკლი აბუსერიძეს მისი მხარდაჭერები, რას შეპირდა მათ? ან რა არგუმენტები აქვთ? არ ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოა მისი ამბიციები? რა, ყველაზე საუკეთესო 9 ნომერი იყო ქართული რაგბის ისტორიაში, თუ ყველაზე სახელოვანი ნაკრების კაპიტანი? ამ კრიტერიუმით ყველაზე დიდი კაპიტანი და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რაგბისტი საქართველოს ლეგენდარული მამუკა გორგოძე ყავს ! ! ! ევროპულ და მსოფლიო რაგბში მისი, როგორც ქართული რაგბის ხელმძღვანელის პრეზენტირება მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენი რაგბის ავტორიტეტზე. თუმცა არც მამუკას შემთხვევაში შეიძლება აპრიორი იმის თქმა, რომ ის საუკეთესო მენეჯერი იქნება და მის შემთხვევაშიც აუცილებლობა იქნება ისეთი გამოცდილი სარაგბო მენეჯერის გვერდზე ყოლა, როგორიც ბაჩო ხურციძეა. ვფიქრობ ღირს ამ საკითხზე დაფიქრება ! ! !
ზურა
ისტორიული შანსი გვაქვს რუსეთი გავაგდოთ რაგბი ევროპიდან. ამისთვის უბრალოდ უნდა მოვუგოთ ისე, რომ ბონუსი არ ავაღებინოთ და რუმინეთმა მოუგოს ბელგიას, ისე რომ 7 ქულაში შეუშვას. სავსებით რეალურია. ამდენმა არჩევნების გაწელვებმა გამჩინა ეჭვი, რუსების "თხოვნას" ხომ არ ვითვალისწინებთ და გაწელვა იმიტომ ხდება, რომ პასუხისმგებელი არ იყოს არავინ რუსების "გადარჩენაზე"?
zuka
ზედმეტი დრამატიზებაა. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ რომ კაცების საპირისპიროები თამაშობენ და მაგ ფასეულობებს აწვებიან დღეს, ასე რომ...
დ.დ.
რაგბის მთავარი სიმდიდრე და მომხიბვლელობა ისაა, რომ მას კაცები თამაშობენ. საქართველოში ყველაფერი უკუღმა რატომ უნდა იყოს?
DAVE
გულშემატკივრისთვის საინტერესოა რა დაფინანსებას ღებულობს რაგბის კავშირი სახელმწიფოსგან და შემდგომში როგორ ნაწილდებ ის როგორც კლუბებზე, ასევე ნაკრებებზე და რაგბის კავშირზე.
გიორგი
სვანიძეს ჰიპერაქტიურობა ხსნის ყველაფერს. რაგბის კავშირს დაფინანსებას დაპირდნენ.
anz
უკაცრავად მარა ხურციძემ აბუსერიძის სასარგებლოდ ხო მოხსნა კანდიდატურა ადრე. არასწორად მახსოვს?
გიორგი
არ ვიცი რომელი აჯობებს პრეზიდენტად, მაგრამ საქმის ჩაწყობები უნდა დამთავრდეს. ამ შემთხვევაში რეესტრი მართალია, წესდება დაარღვიეს სვანიძემ და აბუსერიძემ და მოუწევთ ახალ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა ამბავია ხურციძე სჯობს ამათ თუ არ? ისე, ამ გაქაექილ სვანიძეს ყველა აჯობებს.
fff
რა ქნას კაცო ეპატიება კანონების არცოდნა, პარლამენტის წევრი იყო მეტი ხომ არაფერი?DDDDDD
Gio
რაგბი არის რაინდული სპორტი და მოწინააღმდეგის ღირსებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთვის. თუ არგუმენტები გაქვს, ეს არგუმენტები მოიყვანე და მოწინააღმდეგის შეურაცყოფას თავი დაანებე. სიძულვილის ენა დასაგმობია ყველგან და ყოველთვის. ბატონი ხურციძისაგან რაც გავიგეთ ჯერჯერობით ვფიქრობ რომ ლოგიკური არგუმენტია. თუ ბატონმა აბუსერიძემ ამის საწინააღმდეგოდ რამე იცის გვითხრას და ამასაც გავიგებთ. ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას და ადვილი გასაგებია!
zaza
სვანაძე იმიტომ მოაშორეს კორუმპირებულიაო, და ეს თუ სვანაძეს ეკვრება ეს რაღა იქნება /
Ლუკა
არჩევნები ვერ ჩაატარეს წესიერად, საქმეს მიხედავენ? ისე ჭამენ ერთმანეთს რა მნიშვნელობა აქვს ვინ მართავს, ერთობა არ ქონიათ.
Zaza
რაშია საქმედა ეგ სვანიძეს შეეკრა ამის გამო მიატოვეს იქ ნიჟარაძის ხალხი ჩაერთო საქმეში ანუ მთავარი და სამაგიეროს უხდიან.და რეესტრიც აამოქმედეს სვანიძეს არუნდა გაკარებოდა.მითუმეტეს იმდენი ფინანსური დარღვევების მერე რაც რაგბი კავშირს ქონდა.ასეა ეს.ლამაზად და კოხტად გახდება ხურციძე პრეზიდენტი.არადა საერთოდ არიყო ფავორიტი .თავიდან.
პანტელეიმონი
ჩემი შენ გითხარიო, შე მართლა პატარა და ბოღმა კაცო ! ! ! შენ ის გეყოფა, რომ შენი ამბიციიების გამო ქართულ რაგბს ჩამოაცილე საუკეთესო მენეჯერი გია ნიჟარაძე და ახლა ცდილობ კიდევ ერთხელ დაყო რაგბის ოჯახი და კომპეტეციას დაუპირისპირო ისევ შენი უსაფუძვლო ამბიციები. ამისთვის მზად ხარ მორალურად გაკოტრებულ და კორუმპირებულ გოჩა სვანიძესაც გაურიგდე და ასე იწყებ და ასე გინდა როგორმე შენი ამბიცია დაიკმაყოფილო. როგორ გინდა წარმატებისკენ ატარო ქართული რაგბი, როცა ყველასთან ვიზეც რეალურად არის ქართული რაგბის წინსვლა დამოკიდებული ან შენ, ან შენმა გარემოცვამ გამოლანძღეთ. კარგი სპორცმენობა არ ნიშნავს კარგ ადამიანობას და მითუმეტეს კარგ მენეჯერობას. ქართულ რაგბს არ აქვს დრო ექსპერიმენტების და ფუფუნება, შენს ამბიციებს და შენი სამეგობროს შრომით მოწყობას გადააყოლოს ის ბრწყინვალე პერსპექტივა რაც გონიერი და კომპეტენტური მართველობის შემთხვევაში მიაღწიოს. დიდი იმედი მაქვს რაგბის ოჯახი სწორ და გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მერიის მოტრფიალე
ვერაფერი გავიგე. მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ იმ დეპუტატების სამსახურებში მოწყობას იწყებენ ვინც პარლამენტის გარეთ დარჩა. ოღონდ ტექნიკურად, ვითომ როგორ სკურპულიოზურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო, მერე კიდევ ყველაფერი დალაგდება. ან ამდენი პატარა კაცის ხმარება რა ამბავია? ან ლაქლაქიო? ბოლო-ბოლო ამდენი წელი პარლამენტარი იყავი ხალხი გაფასებს და უყვარხარ. ან ამ თანამდებობებზე ასეთი ჩაბღაუჭება რაღაა. ხურციძეს გვარი საერთოდ არ მსმენია, სულ ერთია ვინ იქნება რაგბის პრეზიდენტი, ტიჯანი ბაბანგიდა აგირჩევიათ, ოღონდ საქმეს წაადგეს. ან რუსეთთან თამაში რა სახსენებელია, მაგათ უმწვრთნელოდაც გადაუვლიან ჩვენი ბიჭები. რა ვიცი, ეს ხალხი კი დავიღალეთ ამდენი არაკომპეტენტურობის ყურებით ყველა სფეროში და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გუგულა მაღრაძეც არ დაივიწყოთ, ჯანდაცვაში მოაწყეთ სადმე, მაგის გაძვირებული სიგარეტისაგან მახორკას ეწევა ნახევარი საქართველო.
ლომი
ერთი ეს მითხარი პარლამენტში რომ იჯექი იქ რა გააკეთე შენი ქვეყნისთვის? ეს მოკლავს რაგბს საერთოდ.
მოქალაქე
კაცო, ვერ გავიგე საბუთების წესრიგშია და დააკმაყოფილებთ რეესტრის მოთხოვნას, თუ წესრიგში არ არის და გარდაუვალია ახალი არჩევნები? თუ გაქვთ დოკუმენტები, რომლითაც რეესტრის ხარვეზს (შეჩერებას) დაძლევთ თვით პირდაპირ და თუ არა ესეც თქვით პირდაპირ. ისე, ბატონი სვანიძე პროფესიონალი იურისტრია და საბუტებს არ დახედა ისე წარადგინეთ რეესტრში? თუ რეესტრი არღვევს კანონს? მაინც რაშია საქმე?
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
მსაჯების შეხვედრა ა ლიგის კაპიტნებსა და ვიცე-კაპიტნებთან
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მეორე ბრძოლა UFC-ში - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"მუდმივად ვითარდებიან, მათგან წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რაგდან..." - ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
სამედიცინო შემოწმება გაიარა, ყავის დასალევად გავიდა და აღარ გამოჩენილა - ოჩოას უცნაური ტრანსფერის ამბავი
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების დაბრუნება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ ეს მოხდა..." - UEFA-ს პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო