ირაკლი აბუსერიძე: ხელახალ არჩევნებსაც მოვიგებ - ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი?

AutoSharing Option
როგორც იცით, იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა. ამაზე განმარტება აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან,
რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს.

რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ჰყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს, რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა.

გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს სჭირდება. ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა, რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო, რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მით უმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ რაგბს და რაგბის სიყვარულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
სვანაძე იმიტომ მოაშორეს კორუმპირებულიაო, და ეს თუ სვანაძეს ეკვრება ეს რაღა იქნება /
zaza
10 იანვარი 2021 12:32
0
Არჩევნები ვერ ჩაატარეს წესიერად, საქმეს მიხედავენ? Ისე ჭამენ ერთმანეთს რა მნიშვნელობა აქვს ვინ მართავს, ერთობა არ ქონიათ.
Ლუკა
10 იანვარი 2021 12:13
0
რაშია საქმედა ეგ სვანიძეს შეეკრა ამის გამო მიატოვეს იქ ნიჟარაძის ხალხი ჩაერთო საქმეში ანუ მთავარი და სამაგიეროს უხდიან.და რეესტრიც აამოქმედეს სვანიძეს არუნდა გაკარებოდა.მითუმეტეს იმდენი ფინანსური დარღვევების მერე რაც რაგბი კავშირს ქონდა.ასეა ეს.ლამაზად და კოხტად გახდება ხურციძე პრეზიდენტი.არადა საერთოდ არიყო ფავორიტი .თავიდან.
Zaza
10 იანვარი 2021 12:07
0
ჩემი შენ გითხარიო, შე მართლა პატარა და ბოღმა კაცო ! ! ! შენ ის გეყოფა, რომ შენი ამბიციიების გამო ქართულ რაგბს ჩამოაცილე საუკეთესო მენეჯერი გია ნიჟარაძე და ახლა ცდილობ კიდევ ერთხელ დაყო რაგბის ოჯახი და კომპეტეციას დაუპირისპირო ისევ შენი უსაფუძვლო ამბიციები. ამისთვის მზად ხარ მორალურად გაკოტრებულ და კორუმპირებულ გოჩა სვანიძესაც გაურიგდე და ასე იწყებ და ასე გინდა როგორმე შენი ამბიცია დაიკმაყოფილო. როგორ გინდა წარმატებისკენ ატარო ქართული რაგბი, როცა ყველასთან ვიზეც რეალურად არის ქართული რაგბის წინსვლა დამოკიდებული ან შენ, ან შენმა გარემოცვამ გამოლანძღეთ. კარგი სპორცმენობა არ ნიშნავს კარგ ადამიანობას და მითუმეტეს კარგ მენეჯერობას. ქართულ რაგბს არ აქვს დრო ექსპერიმენტების და ფუფუნება, შენს ამბიციებს და შენი სამეგობროს შრომით მოწყობას გადააყოლოს ის ბრწყინვალე პერსპექტივა რაც გონიერი და კომპეტენტური მართველობის შემთხვევაში მიაღწიოს. დიდი იმედი მაქვს რაგბის ოჯახი სწორ და გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
პანტელეიმონი
10 იანვარი 2021 03:01
6
ვერაფერი გავიგე. მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ იმ დეპუტატების სამსახურებში მოწყობას იწყებენ ვინც პარლამენტის გარეთ დარჩა. ოღონდ ტექნიკურად, ვითომ როგორ სკურპულიოზურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო, მერე კიდევ ყველაფერი დალაგდება. ან ამდენი პატარა კაცის ხმარება რა ამბავია? ან ლაქლაქიო? ბოლო-ბოლო ამდენი წელი პარლამენტარი იყავი ხალხი გაფასებს და უყვარხარ. ან ამ თანამდებობებზე ასეთი ჩაბღაუჭება რაღაა. ხურციძეს გვარი საერთოდ არ მსმენია, სულ ერთია ვინ იქნება რაგბის პრეზიდენტი, ტიჯანი ბაბანგიდა აგირჩევიათ, ოღონდ საქმეს წაადგეს. ან რუსეთთან თამაში რა სახსენებელია, მაგათ უმწვრთნელოდაც გადაუვლიან ჩვენი ბიჭები. რა ვიცი, ეს ხალხი კი დავიღალეთ ამდენი არაკომპეტენტურობის ყურებით ყველა სფეროში და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გუგულა მაღრაძეც არ დაივიწყოთ, ჯანდაცვაში მოაწყეთ სადმე, მაგის გაძვირებული სიგარეტისაგან მახორკას ეწევა ნახევარი საქართველო.
მერიის მოტრფიალე
10 იანვარი 2021 02:21
5
Ერთი ეს მითხარი პარლამენტში რომ იჯექი იქ რა გააკეთე შენი ქვეყნისთვის? ეს მოკლავს რაგბს საერთოდ.
ლომი
09 იანვარი 2021 23:52
3
კაცო, ვერ გავიგე საბუთების წესრიგშია და დააკმაყოფილებთ რეესტრის მოთხოვნას, თუ წესრიგში არ არის და გარდაუვალია ახალი არჩევნები?

თუ გაქვთ დოკუმენტები, რომლითაც რეესტრის ხარვეზს (შეჩერებას) დაძლევთ თვით პირდაპირ და თუ არა ესეც თქვით პირდაპირ. ისე, ბატონი სვანიძე პროფესიონალი იურისტრია და საბუტებს არ დახედა ისე წარადგინეთ რეესტრში? თუ რეესტრი არღვევს კანონს?

მაინც რაშია საქმე?
მოქალაქე
09 იანვარი 2021 23:06
0
სვანიძეს ჰიპერაქტიურობა ხსნის ყველაფერს. რაგბის კავშირს დაფინანსებას დაპირდნენ.
გიორგი
10 იანვარი 2021 13:36
0

სიახლეები პოპულარული