რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი დარეგისტრირდა

AutoSharing Option
2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს, ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.

იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:

  1. სარაგბო კლუბი "ბათუმი"
  2. რაგბის კლუბი "აია"
  3. სარაგბო კლუბი "დინამო"
  4. რაგბის კლუბი "ლელო"
  5. რაგბის კლუბი "სტუ ყოჩები"
  6. ქუთაისის რაგბის კლუბი "ბაგრატი"
  7. რაგბის კლუბი "არესი"
  8. ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – "არწივები"
  9. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი "ტაო"
  10. რაგბის კლუბი "ყაზბეგი"
  11. რაგბის კლუბი "კახეთი"
  12. სარაგბო კლუბი "ფირალები"
  13. წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – "დინოზავრი"
  14. სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა
  15. ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი "აიეტი"
  16. ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
  17. სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის "კოლხი რაინდები"
  18. სპორტული სარაგბო კლუბი "იუნკერები"
  19. შპს სარაგბო კლუბი "პონტო"
  20. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
  21. რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები"
  22. ბორჯომის სასპორტო სკოლა
  23. რაგბის კლუბი "წიქარა"
  24. "რაშები"
წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვისაც ჰგონია, რომ რაგბის პრეზიდენტის საქმე, რაგბის წესების ცოდნაა, ძალიან ცდებით. ეს საამშენებლო კომპანიის, ტრესტის, მერიის, ბანკის ან რომელიმე წარმოება-დაწესებულების მართვაა, სადაც რაგბის წესების ცოდნა სულაც არაა საჭირო. ამისთვის მწვრთნელები და რაგბისტებია და მიხედავენ ამ საქმეს, პრეზიდენტმა სახსრები უნდა მოიზიდოს და სწორად მართოს. გასაგებია?
ჟორა
27 თებერვალი 2021 16:10
1
კიდევ ერთი მასხარა ქართულ რაგბში
Givi
23 თებერვალი 2021 16:47
3
რაგბს ბიძინა აფინანსებს და კიდევ ბიძინას მთავრობა. გასაგებია, რომ ყველა ბიძინას კაცობას იჩემებს მაგრამ ვერ გაურკვევიათ თუ ვის ანდობს ბიძინა ფულს. არ არის ეს ადვილი ამბავი. მთავარია ვინმე აირჩიონ და ამ ვინმემ ნაკრებისთვის მაღალი დონის მწვრთნელამდე მიიტანოს რასაც მოითხოვს ის გასამრჯელო. თანხის მეორე ნაწილი გასაცოდავებულ დიდ-10 თუ მოახმარეს ცოტა მაინც, ყოჩაღიათქო ვიტყოდი ახალ პრეზიდენტზე. ასეთი დროა და რა ვქნათ?
გიორგი
23 თებერვალი 2021 03:42
4
ვისი მივლენილიც გინდათ იმისი იყოს, უცხოა სარაგბო სამყაროსთვის და არაფრის გაგებაშიც არაა ! დრონი მეფობენ და არა მეფენიო, ჯიგარო მერე გული არ დაგწყდეს, რამე თუ ისე არ წავიდა, შენს თავზე რომ გადატყდება "პასუხისმგებლობის" ჯოხი!
პაატა
23 თებერვალი 2021 03:00
4
ხალხო ვერ ხედავთ ნაცები ყველაფერს ურევენ, დარწმუნებული ვარ აქაც ნაცები ურევენ სიტუაციას.
leqso
22 თებერვალი 2021 22:23
25
:D :D :D :D
Коци
24 თებერვალი 2021 09:41
0
იოსებ ტყემალაძე არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ეს ყველასთვიშ კარგად ცნობილი ინფორმაიაა. იგი ხელმძღვანელობს აბასთუმნის პროექტს.. ასევე სხვა მსგავს პროექტებს. მოკლედ, ივანიშვილმა მიავლინა.
ზაზა
22 თებერვალი 2021 22:03
2
აშკარად ინტერესი გაჩდა რაგბში, მაგრამ ეს ინტერესი არ ემსახურება რაგბის განვითარებას. ბატონი იოსები საიდან აღმოცენდა, ეჭვი მაქვს იმ ხალხის გამოძებნილია რომელთაც რაგბის თემში ჩასვრილი აქვთ და რომ არე ხელოვნურად ჩაშლილი არჩევნები, მათი ლუსტრაცია მოხდებოდა.
ლევანი, არა მაისაშვილი
22 თებერვალი 2021 21:32
3
ვისაც ფული აქვს და მოუნდება შეუძლია გახდეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელი?
ჩემის აზრით, ყველა წინა რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ვალდებულია თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან გონივრული რეგულაციები არ შეიმუშავეს. უნდა იყოს სავალდებულო თუნდაც ყოფილი მორაგბე არ იყოს, რაგბში - მინიმუმ სპორტის, რომელიმე სახეობაში ჰქონდეს (ადმინისტრაციაში მაინც) მუშაობის სულ ცოტა 4 წლიანი გამოცდილება.
ვიღაცას მოუნდა, მოვიდა, სანამ გაერკვევა საქმეში, მის თავისებურებებში მანამდე, როგორ შეძლებს იყოს ობიექტური და მართოს. ცხადია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს რაღაც დროით მაინც მოუწევს სხვების გავლენის ქვეშ ყოფნა.
გვაქვს დასაკარგი დრო? არ მგონია, ქართული რაგბი ისე იყოს სისტემურად გამართული, რომ მსგავსმა მოქმედებებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
გორდა
22 თებერვალი 2021 20:18
3
ოღონდ საშველი დაადგეს ამ არჩევნებს და თუ გინდათ მიხეილა ჩამოიყვანეთ ერევნიდან თუ კიევიდან.
ჰავლაბრელი ტიღუა
22 თებერვალი 2021 19:32
14
აღარ ვიცი უკვერა. აღარმაიბტერესებს ვინმე აირჩიეთ და მორჩეს
)))
22 თებერვალი 2021 18:23
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული