საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
შეიძლება ფეხბურთში არ გვაქვს ისეთი წარმატება როგორც რაგბში, მაგრამ სისტემური გამართულობით, ფედარაციაში დასაქმებული კადრების პროფესიონალიზმით გამოჩნდა რომ განსხვავება ცას და მიწასავითაა. კაი შეიძლება კანდიდატმა არ იცის წესდება, მაგრამ როგორ შეიძლება იმ ასობით დასაქმებულმა ადამინმა რაგბის კავშირში არაფერი არ იცოდეს
ალექს
18 მარტი 2021 11:52
9
საააად?! ფეხბურთის ფედერაციაში???? წესიერი და მცოდნე ხალხი????? გვეღადავები ეტყობა...
სა
18 მარტი 2021 13:53
2
ალექს, ჰოლანდიიდან გვმოძღვრავ თუ ინგლისიდან? ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს სისტემური მიდგომა და გვყავს მომზადებული და პატიოსანი კადრები? დაგავიწყდა რა იკადრეს ბოლო არჩევნებზე?მე საერთოდ ეჭვი გამაჩნია რომ ფეხბურთის ფედერაციაში ელემენტალური წერილის წასაკითხად მასწავლებელს თუ ქირაობენ,თორემ ამდენი უვიცი და ხარბი ხალხი როგორ შეიკრიბა ერთად?
ჟორა
18 მარტი 2021 12:27
4
ვითომ ობიექტურობა, 30 დღეში დაარეგისტრირებენ.
geo
18 მარტი 2021 11:24
2
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.რომ კითხო ყველაზე რაინდულობით და ვაჟკაცობით რაგბისტები გამოირჩევიან ზოგადად სპორტში.აქ კი რა ხდება?გაუთავებელი კლანური დაპირისპირება.ხან ერთს ირჩევენ,ვერც ირჩევენ,ხან მეორეს.რა უბედურებაა,პატრონი არ ყავს ქვეყანას.არ სცხვენია ან ერთ მხარეს ან მეორეს ნეტა?ვინ ხართ,საიდან მოხვედით,ქაჯობაა ეს ვაჟკაცობა კი არა.
Master
18 მარტი 2021 10:56
0
ქაჯობა, მუტრუკობა.. უტვინოდ გავარდნილ ვაჟკაცს რა აღარ ემართება :(

ძველიც და ახალიც არაპროფესიონალები შეგვრვა, ცოდნით ვერ იკვეხნიან ვერც საქმისკაცობით, ისევ ჟინით და სადღეგრძელოებით უნდათ ფონს გასვლა.
ლუკა
18 მარტი 2021 12:04
1
გადამგდების ტიპაჟია
18 მარტი 2021 10:48
2
ჰო, მეორე ხომ ილიაა.
გიორგი
18 მარტი 2021 11:49
4
მეორე წელია არჩევნები ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან როგორც აღმოჩნდა არცერთმა მხარემ წესდება არ იცის
დროშა ვერ დაკიდენ :)
18 მარტი 2021 10:40
3
წესდება არც ჟურნალისტებს წაუკითხავთ. მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც წესდება წავიკითხე :-)
გიორგი
18 მარტი 2021 11:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული