უელსთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების კვალად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და მისი მრჩეველი ნიკა ალავიძე მაღალი დონის შეხვედრებზე ინგლისში მიიწვიეს. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა, ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბილ სვინმა, ასევე "6 ერის" ტურნირის მფლობელებმა, ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ ბოლო 2 წელიწადში ქართული რაგბი რეკორდულად გაიზარდა და არნახულ შედეგებს აჩვენებს, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას და მოპყრობას იმსახურებს.

ბილ ბომონტთან შეხვედრისას გაგრძელდა თბილისში მისი ვიზიტისას დაწყებული საუბარი საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდაზე; მისი თქმით, უელსთან საქართველოს გამარჯვებით ახალი ფურცელი დაიწერა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის ისტორიაშიც, რაც მისი აზრით, საქართველოს რაგბის კავშირის ბოლოდროინდელი სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგია.

"6 ერის" ტურნირის მესვეურებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომ "6 ერის" 18-წლამდელთა ფესტივალი საქართველოში ჩატარდეს, მათ შორის ქართველი ჭაბუკების მონაწილეობით, ხოლო დიდი "6 ერის" ტურნირის საოპერაციო ნაწილში მარკეტინგისა და სატელევიზიო ტრანსლირების ქართველი მენეჯერები ჩაერთონ სათანადო გამოცდილების მისაღებად. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს უელსთან გამარჯვების სხვა მატჩებითაც განმტკიცებას და ასევე კომერციალიზაციის კუთხითაც სათანადო განვითარების დემონსტრირებას. ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა მაღალი შეფასება მისცეს ქართველ მორაგბეთა თამაშს როგორც უელსის, ასევე იტალიის ნაკრებებთან შეხვედრისას და მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ ქართულ რაგბის შემდგომ განვითარებაში.

ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბილ სვინმა განაცხადა, რომ სამონარქო ტრადიციების მქონე ინგლისსა და საქართველოს შორის მეტი თანამშრომლობაა საჭირო; გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის სარაგბო ადმინისტრაციები მოკლე დროში ოფიციალურ ვიზიტებს გაცვლიან, ხოლო ინგლისის ბაზარი ქართველი მორაგბეებისთვის ფართოდ გაიხსნება, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამჟამად ფრანგული სარაგბო ბაზარია მათთვის გახსნილი. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის თქმით, ინგლისისა და უელსის სარაგბო ადმინისტრაციებს უდიდესი გავლენა აქვთ როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე "6 ერის" გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, მათგან შეთავაზებული თანამშრომლობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

Rugby.ge

რამაზ
სოსოს ზოგადად სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის ჯანსაღი კონკურენტული სტრუქტურა აუცილებელია. ზედა - ქვედა ეშელონებს შორის სისტემური კავშირი მთლიანად რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ რაგბის განვითარების ხელშეყობის გამო ხვდებიან გაცილებით სუსტ გუნდებს "ბობოლები" და ამ მოტივით შესაძლებელია დავალდებულდეს ექვსი ერის ბოლო ადგილოსნები (ორი გუნდი) შეთავაზებულ თბილისის ოთხთა ტურნირში მონაწილეობაზე. მით უფრო რომ ექვსი ერიდან გავარდნაზე არ იქნება საუბარი. თან ეს ჩვენს გარდა კიდევ ერთ ევროპულ გუნდს შეეხება, რაც ლობირებისთვის მეტ მხარდამჭერს ნიშნავს.
სოსო
ჩვენთვის მართლაც კარგი ვარიანტია,რამაზ!ზოგადადაც კარგია,მაგრამ იმათ რაში აწყობთ?უკვე ცხადია,ამის მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი და სანამ ისიც,ცოტათი მაინც მისაღები არ გახდება მათთვის,არც ამაზე დაგვთანხმდებიან.თანაც სამხრეთი ნახევარსფეროს ქვეყნებთან ტესტები ურჩევნიათ ჩვენთან სისტემატურ ჯახს.
ჟორა გაბრიჭიძე
სად ხართ ვიღაც-ვიღაცები, რომ გაიძახოდით სოსო ტყემალაძე ქართულ რაგბს დაღუპავსო, რადგან დიდი რაგბი არ აქვს ნათამაშებიო. ხომ გეუბნებოდით პრეზიდენტი რაგბისტი კი არა, კარგი მენეჯერი უნდა იყოსთქო. გაამართლა?
რამაზ
ამ ეტაპზე (4-5წელი) საუკეთესო ვარიანტად (ყველასათვის) მეჩვენება ნოემბრის სატესტო ფანჯრისას, ყოველწლიური თბილისის ოთხთა ტურნირის (ერთ წრედ) დაწესება, სადაც მონაწილებას მიიღებს ექვსი ერის ბოლო ორი+ ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. ასვლა-ჩასვლაზე არ წამოვლენ, მაგრამ მხოლოდ ტესტ-რეჟიმიც საკმარისი იქნება. პარალელურად ფრანჩაიზი მინიმუმ ჩელენჯკაპის დონის ტურნირზე და 4-5 წლის მერე ექვსი ერის ტურნირის რეფორმირებაც დღის წესრიგში თავისთავად დადგება.
ბს
ევროპის ჩემპიონატი უნდა ტარდებოდეს, 6 ერს პლიუს 2 მოწინავე. ასევე იოსებ! ნუ ებრძვი საამაყო, ეროვნულ სიმბოლოებს ნაკრების კვართზე და მის ფერში! და კიდევ -Russia delenda est!
კახა
აუცილებლივ უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატები ყოველ მეორე წელს. 8 გუნდის მონაწილეობით.6 ერი + 2 ნაკრები ჩვენი ჯგუფიდან.
სოსო
ეს უკვე 6 ერთან ინტეგრაციის დაწყებას ნიშნავს.კომერციული კუთხით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გაგვიძნელდება,ქართველებისათვის ბილეთის ფასი,ძალიან ძნელი გადასახდელი იქნება,მაგრამ როცა ქვეყანა ეკონომიკურად იმ დონმედე განვითარდება,რომ უმრავლესობას შეეძლება 6 ერის მატჩებზე ბილეთის ყიდვა,თვითონ ჩვენი რაგბის დონეც უკვე საკმაოდ მაღლა იქნება აწეული.ბრიტანული ბაზრის გახსნა კი,კიდევ უფრო გაზრდის კვალიფიციური ქართველი მორაგბეების რიცხვს და მრავალფეროვანს გახდის,ჩვენი ნაკრების თამაშს.ფინანსური პირობებიც,რამდენადაც ვიცი,ინგლისურ კლუბებში უკეთესია და საერთოდაც,6 ერის ორომტრიალში ქართველების ჩაბმა,დიდ შემოსავალს მოუტანს საქართველოს.
დავითი...
ბლა,ბლა,ბლა,ბლა.... ევროპა აღშფოთებულია,თქვენ გეკუთვნით მეტი,ჩვენ შევეცდებით.... და კიდე ბევრი ბრტყელ ბრტყელი და არაფრის მომტანი სიტყვები და დაპირებები,ერთი და იგივე ყბედობა რაგბის ბობოლა მესვეურებისაგან.... თუ მართლა რაგბის განვითარებაზე ფიქრობენ მეორე ხარისხოვან ქვეყნებში და არა თავის ჯიბეებზე, მაშინ მიეცით მეტი შანსი,გაუღეთ კარი სანახევროდ მაინც,შეცვალეთ ნაწილობრივ მაინც დახურული ტურნირები,შექმენით ახალი საინტერესო და ტურნირი ყველას განვითარებისთვის,თორე მასეთი შეხვედები უბრალოდ პროტოკოლისთვისაა... წარმატებები ქართულ რაგბს
ბათუმელი ექსპერტი
დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრები 2030 ში იქნება წარმოდგენილი 6 ერში ან 7 ერში
სამხრეთაფრიკული "კუდუ" - სამი გუნდით საქართველოში
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან
[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს
სამხრეთაფრიკული "კუდუ" - სამი გუნდით საქართველოში
ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
უკრაინასთან მატჩისთვის 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი, ვიტინიას ჰეთ-თრიკი - პსჟ-მ "ტოტენჰემს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
ჩინებული ამბავი - მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
ლუის ენრიკემ "ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "დილა" საჩემპიონო რბოლაში რჩება, "სამგურალი" ჯერ მშვიდად ვერ იქნება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ისევ ძაგანია, ისევ "დინამოსთან"... "იბერია" პირველ ადგილს ინარჩუნებს!
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
"ჩელსის" მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
ხაბო ალონსომ "რეალიდან" შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა
"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია
საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
"ვუთხარი, ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი, საკმაოდ ცუდად მოიქცა..." - სოსო ტყემალაძე ჰყვება, რა პირობა არ შეასრულა იტალიელთა პრეზიდენტმა [VIDEO]
იოსებ ტყემალაძე - პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული მხარდაჭერით, საქართველო 45 სხვადასხვა ადგილას რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს
"რაგბი ჩვენი თამაშია, ქართველებისთვის ეს სპორტი განუფელი ნაწილია" - სოსო ტყემალაძის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის რეგისტრირებული პრეზიდენტია