რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.
როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.
ძველიც და ახალიც არაპროფესიონალები შეგვრვა, ცოდნით ვერ იკვეხნიან ვერც საქმისკაცობით, ისევ ჟინით და სადღეგრძელოებით უნდათ ფონს გასვლა.