სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის რეგისტრირებული პრეზიდენტია

AutoSharing Option
საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან:

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან), პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

რა პრობლემები ხვდება ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში

ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში არაერთი პრობლემა ხვდება. ამის შესახებ კავშირის თანმშრომლები საუბრობენ. ია ხურცილავა (ქალთა ნაკრების მენეჯერი, გამგეობის წევრი): "დიდი ხანია რაც
რაგბის კავშირში ვმუშაობ და ასეთი რთული მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა - დაპირისპირება, ფინანსური პრობლემები. ახალ პრეზიდენტთან ერთად შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. მის მოსვლას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ".

ნატალია კურტანიძე (გამგეობის წევრი): "მთელი წელი ველოდებოდით საარჩევნო პროცესის დასრულებას. ამ პერიოდში ნელ-ნელა გროვდებოდა გადასაწყვეტი საკითხები ყველა სფეროში და იოსებ ტყემალაძეს გადასაწყვეტად დახვდება ამ საკითხების კორიანტელი".

იოსებ ტყემალაძეს რაგბის კავშირში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. გარდა ფინანსური პრობლემებისა, ახალ პრეზიდენტს მთელი რიგი საკითხების გადაჭრა მოუწევს - ლექსო გუგავა (რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი): "შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, ფრანჩაიზის ჩამოყალიბება, ბავშვთა რაგბი და ა.შ. ეს ყველაფერი ხვდება ახალ პრეზიდენტს. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში და სრული მობილიზებით, მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა და დიდი იმედი მაქვს, უმოკლეს დროში".

პანდემიამ დააზარალა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის საქმიანობაც. კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, გამოწვევებს შეძლებისდაგვარად გაუმკლავდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა იმის გაკეთების საშუალება არ მისცათ, რასაც გეგმავდნენ:

"საშეჯიბრო კომიტეტი ასრულებს თავის ფუნქციას და ყველაზე დიდი პრობლემა COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეები იყო. ჩემპიონატი ისეთ წყვეტილ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ უარესს ველოდით, მაგრამ რეგულაციებით მოვახერხეთ ამ პრობლემის გადალახვა. ის, რომ ოფისის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა უხელფასოდ ვართ, ეს თავისთავად რჩება პრობლემად".

ერთ წელზე მეტი რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო. კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ არსებული რესურსით მაქსიმუმი შეძლო. არსებობდა შიდა ჩემპიონატის შეწყვეტის საშიშროება, თუმცა პრობლემების ნაწილის მოგვარება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა:

"რაგბის კავშირში აგვისტოში შემოვედი. ის არ ფუნქციონირებდა, ჩემპიონატი შეჩერებული იყო. მთავარი გამოწვევა სწორედ ჩემპიონატის განახლება იყო, რაც სახელმწიფოს დახმარებით წარმატებით მოვახერხეთ. პანდემიის და ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩვენ ეროვნული ნაკრებისთვის მოვახერხეთ შიდა თუ უცხოური შეკრებები და გავუშვით "შემოდგომის ერთა თასზე". დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ამ გაჭირვებულ პერიოდში მოახერხა და ბიუჯეტის სახით 17,5 მილიონი დაამტკიცა, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ფინანსები".

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
...რაც არის,არის-რაგბს მიხედეთ.
....
19 მარტი 2021 18:57
0
კი მაგრამ რეესტრმა გუშინ თქვა დღის წესრიგით რაც არ იყო გათვალისწინებული ისეთი საკითხები განიხილეს და დაადგინესო და ნეტა რა მტკიცებულება წარუდგინეს წუხელ, რომ დღეს დღის წესრიგი სწორედ ისეთი აღმოჩნდა როგორიც უნდა ყოფილიყო? რა მტკიცებულება მიართვეს წუხელ ასეთი? ჰაა!
ბს
19 მარტი 2021 11:00
0
ძნელი გასაგებია?
q
19 მარტი 2021 12:31
0
ძალიან არაკომპეტენტური კითხვები ჩანს ზოგიერთ კომენტარში, ამიტომ ჯობია განმარტებები გააკეთონ, რა ხარვეზები იყო და როგორ გასწორდა,ეჭვებითაა დაავადებული ხალხი
გიორგი-11
19 მარტი 2021 10:39
3
შენ არ ხარ ეჭვებში?ერთ ღამეში რომ დაარეგისტრირეს
თემო
19 მარტი 2021 11:30
1
მოცემულობა მივიღოთ და შევეშვათ პოლიტიკანოსობას. ყველა (და პირველ რიგში აბუ) დაოკდეს და მიხედეთ რაგბს. "საქმემან თქვენმან წარმოგაჩინოთ...."
აღარ
19 მარტი 2021 05:11
2
მაინც არ წერთ,სირცხვილი ვიღაცის დადება რაგბში!სხვაგან კიდდე არაუშავს,მაგრამ ბორჯღალოსნებს სირცხვილია ციყვი რომ დაუდეს(((
ფშაველი
19 მარტი 2021 04:32
5
ერთი ნორმალური ჟურნალისტი არაა რაგბის გულშემატკივარი, რომ გული შესტკიოდეს და კითხვები დასვას საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან. 1. რა დარღვევების გამო არ დაარეგისტრირეს აბუსერიძე? 2. რა დარღვევების გამო არ დაარეგისტრირეს ტყემალაძე? 3. რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება? (კონკრეტული მიზეზების დასახელება)...ამ კითხვებზე პასუხები კი დამოუკიდებელმა, ობიექტურმა იურისტმა შეაფასოს. ეხლა რაც ხდება ბოლომდე სულში ჩაფურთხებაა რაგბის გულშემატკივრებისათვის. შეგნებულად გვამასხარავებენ მმართველნი ამა ქვეყნისა და არცა სცხვენიათ. ნუთუ არ ეშინიათ, რომ ბოლოს და ბოლოს აბსოლუტურად აპოლიტიკურ ხალხსაც ამოუვა ყელში და მაშინ გაგვასწრონ. დროა რეალურად ჩაერიოს საზოგადოება და განსაკუთრებით ჩვენი ჟურნალისტები, თუ გვყავს.
emigranti
19 მარტი 2021 01:31
2
სირცხვილო საქართველო! ეს მართლა სალობიეა და არა ქვეყყანა. ხარვეზი რამდენიმე საათში როგორ სწორდება?!
mitro
19 მარტი 2021 01:20
2
დაურეკეს,ალბათ.
თამაზი
18 მარტი 2021 21:38
4
გუშინ არ დაარეგისტრირა და ასე უცებ გამოსწორდა ხარვეზი?
zuba
18 მარტი 2021 20:24
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული