სკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

"მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები", - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.

"მთავარი არხი" "შვიდკაცა" ეროვნული ნაკრების მენეჯერ ლექსო ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელთანაც სცადა გაერკვია, რატომ გახდა აუცილებელი, ქართველებმა შეკრება რუსებთან ერთად გაიარონ.

"თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს, [რუსეთის ნაკრებთან შეკრების გამართვა] აუცილებელი იყო. არა, გეუბნებით თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ,
არანაირ პატივს არ გცემთ არც თქვენ, არც “ტვ პირველს”. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი რომ არის, გაიგებენ სხვა არხების მეშვეობით და არა თქვენი არხების მეშვეობით", – თქვა ალექსანდრე ნიჟარაძემ.

"მთავარმა არხმა" ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანი მორაგბეებიც ჩაწერა. სიმონ მაისურაძის თქმით, რუსეთის ნაკრების მოწვევა და მასთან ხელგაშლილი შეხვედრა ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელია.

ამ აზრს ირაკლი მაჩხანელიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა აქამდე პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ნაკრებს შეკრება რუსეთთან გაევლო.

საქართველოს ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი-1 მარტის პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის მასპინძლობას ჩვენი მხარე სრულიად თავის თავზე იღებს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ლიტველებს არც კი დახვდნენ აეროპორტში... სამარცხვინოები ხართ
Irakli Apkhaidze
08 თებერვალი 2022 15:03
15
შეგეშალა, პატრიოტ. ლიეტუველები არიან ეგენი და არსად დაგეკაგოს.
odala
08 თებერვალი 2022 15:56
9
რატომ რუსეთი? გასაგებია რომ კონკურენტია და გვჭირდება შესწავლა, მაგრამ მთავარი გვავიწყდება. არ მგონია რომელიმე ქომაგმა მოგიწონოთ ეგ ამბავი
Ratom?
08 თებერვალი 2022 13:59
19
გაიხესენე ვინაა ფედერაციის პრეზიდენტი და სენ კიტხვას თავად გაეცი პასუხი. და 7კაცას ტრენერის რეაქცია ოპოზიზიური არხების ჟურნაისტებზე
Lou
08 თებერვალი 2022 16:46
3
ყველა მოღალატე ციხეში უნდა იჯდეს.
ქ. გ.
08 თებერვალი 2022 15:11
7
რატომ არის სკანდალი ??? პუტინი ხომ არ ჩამოდის ან მისი გოშიები, კომუნისტი გავრილოვი ან ვინმე პუტინის რუსეთის პროპგანდის ჟურნალისტი პოზნერის მსგავსი, აფზაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე? მრავალი წელია ქართველ და რუსს მორაგბეებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ! მახსენდება 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის აგრესის შემდეგ, რუსმა მორაგვებმა, მათი რაგბის ფედერაციის ყველა მუშაკმა სამძიმარი გამოგვიცხადეს, ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის გამო! ასევე მოიქცნენ მეკოს ტრაგედია რომ შეიტყვეს..! უნდა ვაღიაროთ, რუსი მეშვიდკაცები ჩვენზე უკეთ ბურთაობენ! დამეთანხმებით, რომ მათთან რამოდენიმე დღე ორმხრივი ვარჯიშების ჩატარება, დიდ გამოცდილებას შესძენთ ქართველ მეშვიდკაცეებს!
....
08 თებერვალი 2022 15:08
61
სკანდალი იმიტომაა, რომ მენეჯერი ინტერვიუს არ აძლევს გარკვეულ არხებს, რაც აშკარად მეტყველებს მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. პოლიტიკა სპორტში არ გარიოთო, პირველი მაგან დაარღვია
Lou
08 თებერვალი 2022 16:53
2
:))) აკი გაცნობე .!. ხარ მეთქი. ისეთ თემაზე არ უნდა ისაუბრო რაც არ გაგებება! უამრავი რუსი მეგობარი მყავს, ვისაც არ მოსწონთ პუტინის სისხლიანი პოლიტიკა! მათ შორის არიან რაგბისტებიც. ვარ უცხო ენების სპეციალისტი. ერთერეთი არის რუსული ენა. ბავშვობიდან მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს რუსს ერთან! კარგად ვიცი სინამდვილეში რას წარმოადგენენ.ბევრნი ღორები არიან, მაგრამ რუსებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც გულით უნდათ ჩვენთან მეგობრობა! პუტინი აყალბებს ყველა არჩევნებს! გახსოვს, პუტინისტებმა აშშ–ი დონალდ ტრამპი როგორი მამაძაღლობით გააპრეზიდენტეს...!!!
....
10 თებერვალი 2022 15:12
0
ყველა გამოხმაურება
ქვეყაში უნდა გვყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომ მსგავსი რამ აღარ დაგვემართოს. დრო ვისწავლოთ, რომ მიშა და ბიძინა კი არ გვჭირდება და კი ვერ გვიშველის, გვჭირდება რომ თავისი საქმის კეთებაში პოლიტიკოსები ხელს ვერ უშლიდნენ ვერავის და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება ქვეყანაში
gia
08 თებერვალი 2022 14:43
3
ძალიან კარგია! უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენი უტვინობით მეზობლები სარგებლობენ და აფინანსებენ კიდეც ჩვენს მათხოვარ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ნჯო_ ებს. მაჩანჩალად ვიქეცით რეგიონში. თუ რუსეთთან არ დავლაგდებით, უფრო მეტ მიწებს დაგვკარგავთ და საბოლოო ჯამში გათათრება გველოდება _ჯვარი გვწერია!!!
ზურაბ
08 თებერვალი 2022 14:17
109
ანწუხელიძე შენს გამო არ უნდა მომკვდარიყო.შენნაირები არ ხართ ღირსი თავისუფლების,რუსეთის საღორეში გელოდებათ მონობა გელოდებათ.ქართველი არის თავისუფალი მგელი და არა თქვენნაირი არაპატრიოტი ვითომ ქართველი.
????
08 თებერვალი 2022 14:59
15
რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ რამეს მიხვდეთ? რომელი პერიოდის (წლები) ურთიერთობას თვლით რუსეთთან დალაგებულად? თქვენნაირი აზროვნებით რომ ეცხოვრათ წინა საუკუნეებში ეხლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვიქნებოდით?
გიორგი
08 თებერვალი 2022 14:54
10
ყველა გამოხმაურება
არ დაიწყოთ ქადაგება, რომ პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოთ. რუსეთისთვის ყველაფერი დამპყრობლური პოლიტიკაა. ომის პროპაგანდას არავინ აპირებს, თავმოყვარეობა კი უნდა გვქონდეს. უკრაინელები რუსეთში მოასპარეზე სპორტსმენებს ნაკრებში აღარ იწვევენ, ჩვენი ნაკრების ფულს დახარბებული კაპიტანი ოკუპანტის არმიის გუნდის წევრია. თუ ფული არაა მთავარი, ნებისმიერ წამყვან ევროპულ გუნდში შეეძლო გადასვლა, რატომ ცსკა? მით უმეტეს, ცსკა აღარაა ევროლიგის ფავორიტი.
ტაბუ
08 თებერვალი 2022 14:36
22
Yovel dge rusetidan shenotanil Produktebs miirtmevt da moixmart naxevari Sakartvelo rusetzea gayiduli da didi ambavi ragbshi ertad ivarjishon
Martali
08 თებერვალი 2022 15:27
71
ყოველ დღე რომ მივირთმევთ რუსეთიდან შემოტანილს,უფასოდ შემოაქვთ საქართველოში? ფულს უხდიან. სირაქლემას პოზა მოგწონთ ძალიან? იდექით!
ზურა
08 თებერვალი 2022 19:30
2
ერთხელ რომ შენზე იძალადონ, ტრადიციად უნდა აქციო და ხმა არ უნდა ამოიღო, ყოველ მომდევნო შემთხვევაზე?
გაუკუღმართებულო
08 თებერვალი 2022 16:35
3
ყველა გამოხმაურება
კაი იმერული ხაჭაპური და წიწილა მაყვალში არ გამოგრჩეთ მაგათთვის.

ILIA
08 თებერვალი 2022 14:47
14
ვინც ვერ ხვდება რომ ესეთი მოვლენები რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, ან დაუნია ან მოღალატის მენტალობის მქონე!
zb
08 თებერვალი 2022 17:54
12

სიახლეები პოპულარული