"რაგბი ევროპის" მაღალჩინოსანი და თურქეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი "ავჭალაზე"

AutoSharing Option
"რაგბი ევროპის" აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და თურქეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მურატ პაზანი "ავჭალაზე“ "შავი ლომისა" და ესპანური "ბერიანსის" თამაშს დაესწრნენ.

გარდა ამისა, მათ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს და როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"ფლორან მარტს, ჩემ გარდა, ჰქონდა შეხვედრები რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. მას გავაცანით ქართულ რაგბიში ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესები. ასევე ვისაუბრეთ ახლად დაარსებული ტურნირის, რაგბი ევროპის სუპერთასის სამომავლო პერსპექტივებზე“.

"როგორც იცით, მომავალი სეზონიდან მისი
12 გუნდამდე გაფართოება იგეგმებოდა, თუმცა რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ ორი ვაკანტური ადგილი გაჩნდა. ამ პოზიციის შესავსებად უკვე გამოჩნდნენ კანდიდატები. ტურნირის განვითარების კუთხით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ჩემი აზრით, უკვე საინტერესო სუპერთასი მომავალში კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ასევე ვისაუბრეთ მარკეტინგულ მიმართულებაზე, რათა სუპერთასი ფინანსურადაც მიმზიდველი გახდეს“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ და განაგრძო:

"მურატ პაზანის ქართული ფესვები აქვს, ენერგიული და მონდომებული კაცია და მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გია ჭუმბურიძემ და პალიკო ჯიმშელაძემ მათ მწვრთნელებთან პროდუქტიული ტრენინგი ჩაატარეს. მურატს ყოველთვის სურდა საქართველოში ჩამოსვლა და მაღალი დონის თამაშზე დასწრება. ვისაუბრეთ 7-კაცას და 7-ქალას ერთობლივი შეკრებების შესაძლებლობაზე თურქეთში, სადაც ძალიან კარგი პირობები აქვთ და ფინანსური კუთხითაც საინტერესოა“.

"ჩვენ, როგორც განვითარებული სარაგბო ქვეყანა და რეგიონალური ლიდერი, ვალდებულებიც ვართ, მეზობლებს დავეხმაროთ. შევთანხმდით, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.

Georgian rugby
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები... - რეგიონის ლიდერი- მტკიცე - სამართლებრივი, მით წარმატებული სახელმწიფოს შექმნითა-ც უნდა ვიყოთ, ძლიერი; ეკონ- კა,ძლიერი თავდაცვა- უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება, მედიცინა, სპორტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-სახელმწიფო აზროვნება- სახელმწიფო პასუხისმგებლობით,რასაც მივაღწევთ დასავლეთთან სტრა- ლი პარტნიტნიორობით...და ა რ ა ს ო დ ე ს არსებული ხელისუფლების ბჟუტურით და ნაც- ცები, ნაც- ბს,ნაც-ებმა სიძულვილი,ზიზღის რუსული დაუსრულებელი პროპაგანდით,მით ერის მიზანმიმართულად გახლეჩვა- დაპირისპირება დასუსტებით.
გლახუნა
04:47 02-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული