„ავჭალაზე“ „შავი ლომი“ თავიდან დაწინაურდა, მაგრამ თუ შეტევაში კარგად თამაშობდა, დაცვაში შეცდომებს უშვებდა და სასურველი დებიუტის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. თუმცა ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმის 26:20 მოგება შეძლეს.
მეორე ტაიმი მეტოქემ აქტიურად დაიწყო და საჯარიმოთი და ლელო-გარდასახვით წინ გავიდა. შემდეგ „შავმა ლომმა“ ზედიზედ ორი ლელო გაიტანა (ერთი ტექნიკური, მეორე კი მამუკაშვილმა). მოწინააღმდეგემ იერიშებით გვიპასუხა, ორი საჯარიმოდ ერთი გამოიყენა და ანგარიში 5 ქულამდე შეამცირა. „იბერიანსმა“ შეტევები გააგრძელა, ქართველმა მორაგბეებმა კი სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს და ლომიძემ ანგარიში გაზარდა. ბოლოს ვიზავიმ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა გამოიყენა და შეხვედრაც დასრულდა.
8 მაისს, ფინალში "შავი ლომი" ლისაბონში "ლუზიტანუშს" დაუპირისპირდება, რომელმაც "თელ-ავივ ჰიტსს" 42:26 სძლია.
"შავი ლომი"
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.
7 ლელო: აფციაური, შარიქაძე, ხმალაძე, მამუკაშვილი (2), საჯარიმო, ლომიძე
3 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

– 100% ! სამწუხაროა, რომ ჩვენში ამას ბევრი ვერ ხვდება! ევროპის ჩემპიონატზეც ასეა! მართალია ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ესპანეთისა და პორტუგალიის პროგრესი (ბევრი არაფერი). მათ მხოლოდ რუსეთის დამარცხება შეუძლიათ! მწვრთნელს რაც შეეხება, ამ ტურნირებისთვის საკმარისია, ეს კაცი რასაც აკეთებს. აშკარაა, რომ ორივე ამ ტურნირში, საქართველოს ნაკრები და "შავი ლომი" მთელი ძალით არ იბრძვიან, მეტოქეებს ათამაშებენ