მეორე ტურნირი, რომელშიც პირველის მსგავსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 10 სექტემბერს დაიწყება. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური "ლუზიტანუში", ესპანური "იბერიანსი", ბელგიური "დევილსი" და ნიდერლანდური "დელტა" ითამაშებენ.
რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა "ვულვზმა" და საქართველოს ჩემპიონმა "ბათუმმა" დაიკავეს. ამავე ჯგუფში ითამაშებს ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" და ისრაელის "თელავივ ჰითი".
სუპერთასის პირველი, 2021/22 წლების გათამაშების ჩემპიონი, ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ტიტულის დაცვას 11 სექტემბერს იწყებს და საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს"
მეორე ტურში "ბათუმი" რუმინულ ფრენჩაიზ "ვულვზს" 17 სექტემბერს ბუქარესტში, ჩვენი დროით 17 საათზე ეთამაშება, ხოლო "შავი ლომი" 18 სექტემბერს, 16:30 საათზე, "ჰითს" მასპინძლობს.
მესამე ტურში ორივე ქართული გუნდი სამშობლოში ითამაშებს – "ბათუმი" "ჰითს" 24 სექტემბერს, 15 საათზე უმასპინძლებს, ხოლო "შავი ლომი" "ვულვზს" 25 სექტემბერს, 16 საათზე დაუხვდება.
მეორე წრე 15 ოქტომბერს იწყება და "ბათუმი" "ვულვზს" 14:30 საათზე ეთამაშება, ხოლო "შავი ლომი" "ჰითს" ისრაელში, საქართველოს დროით 17:00 საათზე შეხვდება.
მეხუთე ტურს ქართული გუნდები სტუმრად ატარებენ – "ბათუმი" "ჰითს" ისრაელში 22 ოქტომბერს, 12:30 საათზე ეთამაშება, ხოლო "შავი ლომი" "ვულვზს" 23 ოქტომბერს, რუმინეთში 19 საათზე ერკინება.
ჯგუფურ ეტაპს 29 ოქტომბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ქართული დერბით ვასრულებთ და მასპინძელი "შავი ლომი" იქნება.
შეგახსენებთ, თითოეული კონფერენციიდან ნახევარფინალში ორ-ორი მოწინავე გადის.
რაგბი ევროპის სუპერთასი 2022
ჯგუფური ეტაპი (საქართველოს დრო)
ბათუმი – შავი ლომი (11 სექტემბერი, 16:30)
II ტური
ვულვზი – ბათუმი (17 სექტემბერი, 17:00)
შავი ლომი – ჰითი (18 სექტემბერი, 16:30)
III ტური
ბათუმი – ჰითი (24 სექტემბერი, 15:00)
შავი ლომი – ვულვზი (25 სექტემბერი, 16:00)
IV ტური
ბათუმი – ვულვზი (15 ოქტომბერი, 14:30)
ჰითი – შავი ლომი (15 ოქტომბერი, 17:00)
V ტური
ჰითი – ბათუმი (22 ოქტომბერი, 12:30)
ვულვზი – შავი ლომი (23 ოქტომბერი, 19:00)
VI ტური
შავი ლომი – ბათუმი (29 ოქტომბერი, 16:00)
Rugby.ge