ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შემოდგომის სერიაში" ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იაპონიას დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, რომელსაც "რაგბის გვარდიოლას" უწოდებენ, 36 მორაგბე გამოიძახა, მათ შორის კი "გლოსთერის" მორკინალი, 29 წლის ვალ რაფავა-რუსკინია.

Sportall.Ge

მორაგბე, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ინგლისელთა გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც მოხვდა. მისი მამა, გია რაფავა, "ბორჯღალოსნების" წევრი იყო. შეგახსენებთ, "გლოსთერის" რიგებში საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც გამოდის.

alt"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღირდა რა ამდენი ხანი იყო ედი ჯონსის რადარებზე და ძლივს არ გამოიძახეს. ვერაფრით გავამტყუვნებ, თუმცა რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს უკეთესი იქნება. ვახ აბდალაძეც ძალიან კარგი იქნება თუ ირლანდიის ნაკრებში მოხვდება, ბერიაც საფრანგეთს უმიზნებს, ახალგაზრდულში ორივეს აქვს ნათამაშები ამ ქვეყნებისთვის და ბურჯიც ისეტი პოზიციაა, მიუხედავად ბოლო დროის პრობლემებისა ყველაზე დიდი კონკურენციაა აქ ჩვენს ნაკრებში. როგორც თავის დროზე მარტო იაშვილის გამო ვგულშემატკივრობდით საფრანგეთს, ახლაც ასე იქნება მათ შემთხვევაში. მაინც ვისურვებდი რომ ვახმა მაინც ითამაშოს ჩვენთან ძალიან ათლეტურია ბურჯისთვის. ისე ჯიქიას რო ადარებთ რაფავას, ხვდებით მაინც რამხელა განსხვავებაა პოლიტიკურ და სპორტულ, ნებისმიერ პლანში რაგბის ინგლისსა და ფეხბურთის რუსეთს შორის?! ცოტა დაფიქრდით რა :დ ვალს წარმატებულ სანაკრებო კარიერას, ზელანდიელი ბურჯების გაღუნვას და მსოფლიო თასის აღებას ვუსურვებ.
._.
21 ოქტომბერი 2022 03:20
0
ქართველებო გაზარდეთ შვილები ქართველებად და საქართველოსთვის!
პატრიოტი
20 ოქტომბერი 2022 13:40
0
პრეტენზიით რაგბის მაფიას მიმართე, რატომ არ მოიწვიეს? ბურთს ხელში ვერ იჭერენ ისეთი მოთამაშეები ყავთ ნაკრებში. რაც ქართულ ფეხბურტს დაემართა 2000-იანი წლების დასაწყისში იგივე მოუვა ქართულ რაგბსაც.
zaza
21 ოქტომბერი 2022 17:42
2
არსად უთქვას ვალს რომ არ არის ქართველი. :)
._.
21 ოქტომბერი 2022 03:04
0
გია რაფავა გამორჩეული რაგბისტი იყო, კაპიტნობაც მოასწრო და მერე უცნაურად, მალე წავიდა ნაკრებიდან, გული დამწყდა და დღემდე მახსოვს...
გიორგი-11
18 ოქტომბერი 2022 11:10
0
ჩვენ წინა ხაზს კონკურენციას ვერ გაუწევს ფაქტია,იმდენი მაგარი მორკინალი ვერ ხვდება გუნდში რო ჩამოთვლაც არ მინდა ვინმე არ გამომრჩეს, ანუ იმის თქმა მინდა რომ გული არ უნდა დაგვწყდეს მაინცდამაინც ბორჯღალოსნების რიგებში როარაა, ეხლა ერთი კითხვა მაქვს, ვიცი რო ამ საიტზე ჩემზე ბევრად მეტი კომპეტენტური ადამიანი შემოდის ვინც სპორტში ერკვევა და მათთან მაქვს კითხვა,რატო აითვალწუნეს ჟვანია და რატო არ ათამაშებენ?! ასეთი მორაგბის ასე ერთი ხელის მოსმით ნაკრებიდან გაგდება(სხვას ვერაფერს ვუწოდებ არსებულ სიტუაციას) მიუღებელია და ნაკრების მესვეურების მხრიდან ახსნას საჭიროებს,ვალდებულები არიან აუხსნან გულშემატკივრებს ყველაფერი,ის პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ლამაზად მოთამაშე იყო,ერთგვარ შამპან რაგბის გვთავაზობდა
ალიკა
18 ოქტომბერი 2022 09:44
2
ჟვანია კლუბშიც ვეღარ ხვდება. რაღა დროს ნაკრებია. აღიდგინოს ფორმა და კი ბატონო
დურუ ხუნჭუა
18 ოქტომბერი 2022 14:53
0
ჩემი აზრით, ვალ რაფავა-რასკინს თვითონ ჰქონდა ინგლისის ნაკრებში თამაშის ამბიცია. ის პრაქტიკულად იქ გაიზარდა. რამდენადაც ვიცი, მას ჰქონდა მიწვევა ჩვენებისგან, მაგრამ სადაც ნარიაშვილი და ზირაქაშვილი თამაშობდნენ, იქ კონკურენციის დაძლევას ნამდვილად ვერ შეძლებდა. თუ არ ვცდები, ანალოგიური შემთხვევა იყო ლექსო ყაულაშვილთან - ის საფრანგეთის ნაკრებში მიწვევას ელოდა და შემდეგ 8 ერში ჩვენთან თამაშს დათანხმდა. ჟვანიას რაც შეეხება, ოფიციალური ინფორმაციით 2019 წლის მსოფლიოზე 1 ნომრის პოზიციაზე ნარიაშვილი ძირითადის მოთამაშედ მიიჩნეოდა. მისი შემცვლელი უნდა აერჩიათ გოგიჩაშვილს, ასიეშვილს და ჟვანიას შორის. მილტონ ჰეიგმა ტესტების შედეგების მიხედვით გოგიჩაშვილი წაიყვანა, რომელიც რასინგის ძირითადის მოთამაშე იყო. ჟვანიას მისცეს ვადა განმეორებითი ტესტის ჩასაბარებლად და ვერც ის ჩააბარა. ამას მოყვა მისი ფეისბუქ პოსტი, რის გამოც არაოფიციალური ვერსიით ურთიერთობა დაეძაბა ნაკრების მოთამაშეებთან და ის დღემდე ნაკრებში არარ მიუწვევით
:)))))))))))
18 ოქტომბერი 2022 12:04
1
არაფრით არ ჯობია ეს ჯიქიას.
რრრ
18 ოქტომბერი 2022 00:03
21
არასწორი შედარებაა - შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახავთ, რომ იქ თავს ქართველად თვლის. მითუმეტეს თბილისშია დაბადებული. ჯიქია კიდევ მეგრული წარმოშობის რუსს ეძახის საკუთარ თავს
@@
18 ოქტომბერი 2022 12:09
1
ასეთი შედარება საერთოდ როგორ გაუჩნდა ადამიანს?

წარმატება ვალ'ს.
ანდრი
18 ოქტომბერი 2022 11:14
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული