პარიზის „ცენტრალ 7“ 17-18 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გოგონები საფრანგეთში დარჩებიან და 26-28 მაისს ტურის 7-ქალას ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ამ ორივე ტურნირში 7-ქალას გარდა ჩვენი 7-კაცაც ითამაშებს.
„ტრადიციულად, პარიზის „ცენტრალ 7“-ზე ძლიერი გუნდები იყრიან თავს. აქ გვეძლევა შესაძლებლობა ვეთამაშოთ ზედა ეშელონის გუნდებს. წელს პარიზში გერმანიის ნაკრები და სამხრეთ აფრიკული გუნდი ითამაშებს. პარიზის ტურნირის შემდეგ საფრანგეთში 1-კვირიან შეკრებას გავივლით და ტურის ტურნირს
„ფრაგული შეკრება ძალიან წაგვადგება, რადგან ტურნირიდან ტურნირამდე, შეცდომების გამოსასწორებლად და ჩვენი თამაშის დასახვეწად 1 კვირა გვექნება, რომლის დროსაც გოგონები მხოლოდ რაგბზე იქნებიან კონცენტრირებული, რის შემდეგაც კვლავ თამაშები გველის. ეს მოსამზადებელი ტურნირებია, რომლის დროსაც მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც შეცდომების დაშვების უფლება გვექნება და შესაბამისად, უფრო გახსნილ რაგბს ვითამაშებთ“.
7-ქალა საფრანგეთში 14 მოთამაშით გაემგზავრა, საიდანაც ორი ახალი სახეა. სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც:
„იმ ბირთვმა, რომელიც წლებია ერთად თამაშობს, საკმაო გამოცდილება დააგროვა. მართალია პანდემიამ უკან დაგვხია, თუმცა შარშან ტურნირები დაბრუნდა და მჯერა წელს უკეთესები ვიქნებით. გვყავს ახალი მოთამაშეებიც – დებიუტანტი ლიკა ბჯალავა და სალომე ოთარაშვილი, რომელიც ადრე იყო ჩვენთან, თუმცა მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და ახალი ძალითა და შემართებით დაგვიბრუნდა“.
„ასევე სამწვრთნელო შტაბში დაგვემატა რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი გიორგი შკინინი, რომელიც გამოცდილი მორაგბე, მოშვიდკაცე, მწვრთნელი და ძალიან კარგი ადამიანია. ამ ფაქტს ყველანი სიხარულით შევხვდით. გვაქვს მოლოდინი, რომ ის ჩვენს თამაშს სხვა კუთხით დაინახავს, შევჯერდებით და ერთად გადავწყვეტთ რა ინფორმაცია მივაწოდოთ გოგონებს. ჩვენთან კონსულტანტად და მეგობრად რჩება გიორგი მაისურაძე“.
საქართველოს 7-ქალას წელს რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეშტში (უნგრეთი).
პარიზისა და ტურის ტურნირზე ითამაშებენ:
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
Rugby.ge