მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით, ვერნონ პიუს პრემიით დააჯილდოვა.

გია ნიჟარაძე 2004-07 წლებში რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, 2008-16 წლებში კი რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო. 2012 წლიდან ის ასევე არის რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, 2016 წლიდან კი საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში.

ვერნონ პიუს ჯილდო 2001 წელს დაწესდა. ის გადაეცემა პიროვნებას, კავშირს ან ჯგუფს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დაუღალავად შრომობდა
არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული რაგბის განვითარებისთვის. სწორედ მისმა შრომამ ჩაუყარა საფუძველი ქართული რაგბის წარმატებებს. გიორგი ნიჟარაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის საბჭოში მოხვდა“ – წერს მსოფლიო რაგბი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ,ამ ეტაპზე იმ თორმეტიდან ვერც ერთს ვერ ვჯობივართ,არც შედეგებით და ვერც თამაშით....
საწუწუნო არაფერია,კაი თამაშებისა და ტესტების,ასევ ზევით აღზევების შანსიც გვეძლევა,თანაც მალე.კარგდ გავეცნოთ უახლოესი წლების განრიგსა და შესაძლებლობებს...
ამ ეტაპზე დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვოთ "შავ ლომს",განსაკუთრებით დეკემბერში რომ დაიწყება იმ ტურნირშ
მძლავრი ქართული რაგბის უძლწველ მომავალს გაუმარჯოს!!!
მაო
13:55 02-11-2023
0
ღირსეულის დაფასება ღირსეულთა ხვედრია!
მაო
13:50 02-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული