
კეიპტაუნის მეორე ეტაპზე ჯგუფში მადაგასკარის დამარცხების შემდეგ, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებს გადამწყვეტი ჯახი მე-5 ადგილის ნახევარფინალში, ტონგასთან ჰქონდა. გამარჯვებული კრაკოვის საგზურს იღებდა, დამარცხებული კი წლევანდელ ჩელენჯერის სერიას ემშვიდობებოდა.
ასეთი წნეხის ფონზე ტონგასთან მატჩის პირველ ტაიმში სამი შეცდომა დავუშვით და კუნძულელებისგან სამი ლელო მივიღეთ, მეორე ტაიმის
მე-7 ადგილისთვის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ჩილეს შევხვდით და კოხოძემ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ არცთუ ცუდი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო, მატჩის მიწურულს კიდევ ორი ლელო მივიღეთ და საბოლოოდ მეტოქემ 15:5 გაიმარჯვა.
ამრიგად, ორი ეტაპის ჯამში დავიკავეთ მე-10 ადგილი და ახლა გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ივნისში გაიმართება.
სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშეს
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.
Rugby.ge
გუნდის შემადგენლობაც უმეტესობა არ ვარგა. კაპიტანი ნევროზა და უაზროდ ხელების ქნევით ტიპია.
ბიჭოლა და ჯეჯგვით თამაშის სტილი აქვთ, რაც 90-იანი წლების გადმონაშთია. სწრაფი პასაობაა აქ მთავარი.
ახლებური მიდგომა და პატრონობა სჭირდება ამ სპორტს.