11:13 05-06-2017
U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
AutoSharing Option
ცხადია, ჩვენი გუნდისგან ამ შეხვედრაში გამარჯვებას არც არავინ ელოდა. თავიდანვე ითქვა და ეს ობიექტური რეალობაა, რომ საქართველოს ნაკრების მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ამდენად, ჩვენი ნაკრებისთვის მთავარი ბრძოლები თუ ერთი კონკრეტული ბრძოლა წინაა.
ახლა აფრიკელებთან მატჩის პერიპეტიებზეც ვთქვათ. შეხვედრის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ თქვა - არჩეულმა ტაქტიკამ არ გაამართლაო.
- ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა
"უმცროსი ბოკე", ცნობილია, რომ ძალისმიერი თამაშის მოყვარულია, ისევე, როგორც ჩვენ. რაღაც მსგავსება ჩვენსა და აფრიკელების თამაშის სტილში ნამდვილად არის. ფიზიკური კონტაქტი, ბოჭვები, ჯარიმის ზღვარზე თამაში სამხრეთაფრიკელთა ხელწერაა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 35-ე წუთამდე მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მეტიც, მას შემდეგ, რაც მეტოქემ მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა და 7:0 დაწინაურდა, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 16 წუთის განმავლობაში მეტოქის ლელოს მისადგომებს არ მოშორებიან.
ხანგრძლივმა იერიშმა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ძალა და ენერგია წაიღო. ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გარემარბმა დავით მესხმა მარჯვენა ფლანგზე დიდი სიჩქარით რამდენიმე მორაგბეს აუარა გვერდი. მას ცხრა ნომერი გელა აფრასიძე წამოეშველა. წარმოქმნილი რაკიდან მოკლე დარტყმა შერკინების პირველხაზელმა ლაშა ტაბიძემ განახორციელა და ბურთი ლელოში გადადო. აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:7.
ამის მერე, მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრები თითქოს დადგა. სამხრეთაფრიკელებმა ჩვენი მორაგბეების ელემენტარული შეცდომები კარგად გამოიყენეს და ზედიზედ ორი ლელო გაგვიტანეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს - 19:7.
ტაიმის მიწურულს 12-ქულიანი გაქცევა ჩვენი გუნდისთვის ძალზე ძნელი დასაძლევი გამოდგა. შესვენების შემდეგ "უმცროსმა ბოკემ" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. დასაწყისში ჩვენი ნაკრები კაცნაკლული დარჩა და მეტოქემ ამითაც იხეირა. მათ უმცირესობაში მყოფ მასპინძლებს ორი ლელო გაუტანეს.
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლო. სამწუხაროდ, დაცვაში თამაშისას დაშავდა გელა აფრასიძე, რომელმაც მოედანი კოჭლობით დატოვა. როგორც გაირკვა, მან კოჭი დაიზიანა და ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში.
ტურნირის მეორე დღეს, პირველისგან განსხვავებით, სენსაცია არ მომხდარა. ერთი ეგ იყო, დღის ბოლო მატჩში ინგლისისა და უელსის ნაკრებებს შორის, რომელიც "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მიმდინარეობდა, შუქი ჩაქრა. თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. სხვა მხრივ, შეჯიბრების ორგანიზაციას არაფერი დაეწუნება.
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]
მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.
მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო მეტოქის სასარგებლოდ.
მე-6 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ. გელა აფრასიძემ 45 მეტრიდან ვერ გაიტანა.
მე-18 წუთი: აუტიდან დერეფანი იოლად მოიგეს, მორკინალების დარტყმებით ლელომდე მიაღწიეს, ჩათვლის მოედანზე იარნო ავგუსტუსმა შეაღწია. ლუკ კილიერსმა გარდასახა - 7:0.
25-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი იერიში მიიტანა. ლელოც გავიტანეთ, მაგრამ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ მთავარმა არბიტრმა ლელო არ ჩათვალა.
34-ე წუთი: დავით მესხმა მარჯვენა ფლანგზე დიდი სიჩქარით რამდენიმე მორაგბეს აუარა გვერდი. მას აფრასიძე წამოეშველა. მალე ბურთთან მორკინალებიც გაჩნდნენ. წარმოქმნილი რაკიდან მოკლე დარტყმა ლაშა ტაბიძემ განახორციელა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახა - 7:7.
36-ე წუთი: მოედნის ცენტრთან ბურთი დავკარგეთ და მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა. ლელო მანი ლიბოკმა მიითვალა. კილიერსმა გარდასახა - 14:7.
37-ე წუთი: სამხრეთაფრიკელებმა საკუთარი მოედნიდან ფეხის რამდენიმე დარტყმით წამოიღეს და ლელო ისევ ლიბოკმა გაიტანა. კილიერსმა ვერ გარდასახა - 19:7.
50-ე წუთი: არბიტრმა შეცვლაზე შესული ქართველი პირველხაზელი გურამ გოგიჩაიშვილი სინბინში გაუშვა.
55-ე წუთი: მეტოქემ ბურთი ისევ ხაზზე გაათამაშა და მორიგი იავ პენქსემ გაიტანა. კილიერსმა ვერ გარდასახა - 24:7.
58-ე წუთი: "უმცროსმა ბოკემ" ახლა ხელდახელ წამოიღო საკუთარი ნახევრიდან ბურთი და ამჯერად ვანდისილე სიმელანემ იყოჩაღა. კერვინ ბოსხმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 31:7.
66-ე წუთი: აუტიდან დერეფანი მოვიგეთ, მოლის აგორება ვცადეთ, მერე მგეზავმა თედო აბჯანდაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოსკენ შეაცურა. ყველას შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ დაასწრო და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახა - 14:31.
70-ე წუთი: ბურთი მოედნის ცენტრთან დავკარგეთ. მეტოქემ ხაზი გაგვიჭრა და სიმელანემ მეორე ლელო მიითვალა. ბოსხმა გარდასახა - 38:14.
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. II ტური. C ჯგუფი
საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38
საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი (წიკლაური 44), კვესელაძე, მესხი (გოგოლაძე 58), აბჟანდაძე, აფრასიძე (დვალიშვილი 70). (1-8) ჭეიშვილი (გოგიჩაიშვილი 47), ლ. პაპიძე (ზამთარაძე 47), ტაბიძე (დუგლაძე 64), ჯიმშელეიშვილი (საღინაძე 65), ჯაიანი, ჯალაღონია, სპანდერაშვილი (კალმახელიძე 69), არეშიძე.
2ლ: ტაბიძე, გოგოლაძე. 2გ: აფრასიძე.
სინბინი: გოგიჩაიშვილი
სამ.აფრიკა: (15-9) კილიერსი (ბოსხი 47), პენქსე, სიმელანი, ვილემსე, ლომბარდი, ლიბოკი, პაპიერი. (1-8) ბროსე (სტენკამპი 58), გლობელარი (ჯუსტი 59), სადიე (გრონვადლი 60), მოერატი, ნოტნაგელი (სტასენი 47), მესინი (დევიდსი 58), ფან რინი, ავგუსტუსი.
6ლ: ლიბოკი (2), ავსგუსტუსი, პენქსე, სიმელანე (2). 4გ: ბოსხი, კილიერსი.
მსაჯი: ტომ ფოლი (ინგლისი)
არგენტინა-საფრანგეთი 25:26
არგენტინა: 3ლ - დაირო (2), ოვიედო. 2გ - კარერასი, დირო. ს,ა - ალბორნოსი.
საფრანგეთი: 3ლ - ბონიფასი, ნგანდებე, მაუვაკა. 3ს - არატი, ნტამაკი. გ - არატი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ს.აფრიკა 2 1 1 0 +24 7 2
2. საფრანგეთი 2 1 1 0 +1 6 0
3. არგენტინა 2 1 0 1 +10 6 2
4. საქართველო 2 0 0 2 -35 0 0
III ტური
არგენტინა-ს.აფრიკა
საქართველო-საფრანგეთი
A ჯგუფი
ავსტრალია-სამოა 33:26
ავსტრალია: 4ლ - მაკნამარა, რილი, ტუპოუ, ჰატჩისონი. 2გ - ნუციფორა. 3ს - ნუციფორა, გოდარი (2)
სამოა: 2ლ - ტელეა, მურეი. გ - პაისამი. 3ს - ენე (2), პაისამი
ინგლისი-უელსი 34:22
ინგლისი: 4ლ - კლეგი (2), იბიტოი, მიჩელი. 4გ,2ს - მალინსი.
უელსი: 3ლ - საჯარიმო, ასირატი, გოდჩილდი. გ,ს - რობსონი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 2 2 0 0 +69 10 2
2. ავსტრალია 2 2 0 0 +14 9 0
3. უელსი 2 0 0 2 -19 1 1
4. სამოა 2 0 0 2 -64 1 1
III ტური
ავსტრალია-ინგლისი
სამოა-უელსი
B ჯგუფი
ირლანდია-შოტლანდია 28:32
ირლანდია: 3ლ - კილი (2), სტაფორდი. 2გ - დინი, თინანი. 3ს - დინი (2), თინანი.
შოტლანდია: 5ლ - ნეირნი, გრეჰემი, მაკენი, რენვიკი, ისტგეითი. 2გ,ს - ისტგეითი.
ახ.ზელანდია-იტალია 68:26
ახ.ზელანდია: 9ლ - ლეგერი, სტონსი, ნარეკი, ტუა, ჯორდანი, ჩოტი, კლერკი (2), ენორი. 7გ - ლეგერი (2), ფალკონი (5). 3ს - ფალკონი (3).
იტალია: 4ლ - პოლერო, ლამარო, კანონე, კორნელი. 3გ - დიმარკო.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ.ზელანდია 2 2 0 0 +64 10 2
2. შოტლანდია 2 1 0 1 -18 5 1
3. იტალია 2 1 0 1 -41 5 1
4. ირლანდია 2 0 0 2 -5 2 2
III ტური
იტალია-შოტლანდია
ახ.ზელანდია-ირლანდია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მესხის თამაში არამც და არამც არ მომეწონა, იქნებ ჯობია სხვა ვათამაშოთ
0
0
მაისურაძე ჭაობი ხდება, მოვეშვათ კუდაბზიკობას და კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი, ოფლოუდების ასისტენტთან ერთად.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული