ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემი აზრით ჯობია მაისურაძე შევცვალოთ უცხოელი გამოცდილი მწვრთნელით.

მსაჯებს რაც შეეხება რამდენჯერმე ვუყურე გამეორებებს და იმდენჯერ უნამუსოთ მოიქცა ნერვებს როგორ იკავებენ ჩვენები ეს გამკვირვებია? ერთადერთი ამ ფაქტისგან განრისხებული ნამიბიასთან.. მახსოვს გორგოძე რომ შეიშალა ცოტა დააკლდა რომ არ დაერტყა.

ჩემი აზრით ამ გარეწარი მსაჯებისთვის ერთადერთი ჭკუის სასწავლებელი იქნება ასეთი რამ. როდესაც მორიგი უნამუსო ქმედებას დაიწყებენ მაგალითად 3 -დღეში საფრანგეთთან. ეს დალოცვილი ხომ შეიძლება ვიღაცა რაგბიზე და საქართველოზე თავგადაკლული გულშემატკივარი შევარდეს მინდორზე. მსაჯთან მივიდეს უკეთესია ბრიტანელი იყოს და ერთი გემრიელად ცხვირ პირი აუზილოს??? ბუნებრივია იმ გულშემატკივარს ადმინტრაციულს რამდენინე ლარს დააკისრებენ და მაქსიმუმ 1 -წელი აუკრძალონ თამაშებზე დასწრება. სამაგიეროთ ამ ქმედებით უდიდეს საქმეს გაუკეთებს საქართველოს ნაკრებს სხვა შეხვედრებში ნებისმიერი სხვა მსაჯი ყველაზე გარეწარიც კი რიდით და შიშით იქნება არც იმას აღარ იკადრებენ რასაც ახლა კადრულობენ. ასეა ეს ცხოვრებაშიც ერთხელ დახრი თავს ზედ გადაგივლიან არ გაგახარებენ ....

იმედია არავინ დამიწყებთ ახლა რომ ეს ბინძური ქმედება იქნება ჩვენგან და ასე შემდეგ. რადგან არავითარი ბინძური ქმედება ეს არ იქნება ეს იქნება კანონზომიერება იმ სბინძურის წინააღმდეგ რასაც ჩვენ მიმართ სჩადიან. არც ის დაიწყოთ ახლა ნაკრებს აუკრძალევენ თამაშებს და ასე შემდეგ დამერწმუნეთ ერთი ვიღაცა გაზულუქებული მსაჯის ცემის გამო რამდენიმე მილიონიან ნაკრებს ერს არავინ გაწირავს!! ეს არის უკიდურესი ფორმა რომელიც დაგვეხმარება .. მეტყვით ალბათ შენ რატომ არ იზავ ამ კაი საქმესო .. მაგრამ რამდენიმე თვე ვერ შევძლებ ფიზიკური პრობლ;ემების გამო..

და ბოლოს გამოყოფა არცერთი მორაგბის არ მჩვევია . მაგრამ მაინც ვიტყვი ძალიან სუსტი მგონია ტაბიძე 3-ზე. ან ასე სულაც არ არის მაგრამ ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ მის პოზიციაზე წინა წლებში რომ მათ ფონზე მოჩანს ასე.. ყველაზე საუკეთესო კი ულაპარაკოდ კაპიტანი სპანდერაშვილია!!
BMW
05 ივნისი 2017 12:28
0
საფიქრალი კი არა აზე არ ხარ მწვრთნელობის, ბარემ პლანი შეაკეთე და ის მოწე თამაშის მსვლელობისას, 20 საუკუნიშ ბოლო გამახსენდა მწვრთნელები სტადიონზე რო აფუილებდნენ
lasha
05 ივნისი 2017 12:21
0
რამდენ ფურცლიანია თქვენი რვეული?
ეს ერთი და არ შემიძლია არ შევეხო კიდე ერთ თემას, მინ უკულტურობაა მსოფლიო ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბი სიგარეტს რო ეწევა, გასაგებია ნერვიულობა მაგრამ არაპროფესიონალური მიდგომაა.
David
05 ივნისი 2017 12:14
0
იქნებ ბავშვებს ვურჩიოდ მამუკას სტილით თამაში, მხედველობაში მაქვს ზურგიტ შეტევა, შემობრუნებული, რატქმა უნდა ვისაც გამოუვა. მოსინჯონ. და კიდევ დარტყმა და უცებ ტრიალით გაქცევა, ხაზის გაჭრა.
kaxa
05 ივნისი 2017 12:00
0

სიახლეები პოპულარული