ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ნამდვილად KAXA!
ესე თუ გაგრძელდა პირველი ადგილი ბოლოდან მუდამ ჩვენი იქნება
სად მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები?! უკანასკნელ ადგლს ხომ ნებისმიერი დაეუფლება!
Vova
06 ივნისი 2017 13:03
0
ესეთი დამპალი მსაჯობა არც ერთ სპორტში არ არის! ნამიბია გაიხენეთ? არ შეიძლება ესე!
რეზო
06 ივნისი 2017 02:19
0
ფედერაციაც და მწვრთნელებიც სასწრაფოდ მინიმუმ გადასახალისებელია თორემ ფეხბურთელების ბედი გველის .....
kaxa
05 ივნისი 2017 22:56
0
ხაზში ყველაზე კარგი სვანიძე იყო და რატომ გაუშვით ნაკრებიდან? როგორც ჩანს თქვენ კარგი ბიჭები არ გჭირდებათ. ეუბნებით რომ საუკეთესო 13-ია საქართველოში, მაგრამ ნაკრებიდან გაუშვით და მსოფლიო არ ათამაშეთ. ეს რა ლოგიკაა არ მესმის.
*******
05 ივნისი 2017 17:21
0
მიუხედავად დიდი სიყვარულისა მთელი სარაგბო თემის მიმართ, 20 წლამდელებს უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდებათ. კარგი იქნება თუ ელიტიდან არ გავარდებით
ზაზა
05 ივნისი 2017 16:20
0
ჩემთვის ამ ორი თამაშიდან თვალში საცემია კონცენტრაციის დაკარგვა მოედანზე და ჩავარდნები სათამაშო ეპიზოდებში. არგენტინას და აფრიკას ესეთი რამე ვერ შევამჩნიე, პირიქით, ჩვენ ჩავარდნას ეგრევე იყენებდნენ სათავისოდ. ეს გუნდები თავიდან ბოლომდე კონცეტრიტრებული იყვნენ იმაზე რომ თავისი საქმე ეკეთებინათ მოედანზე, რაც მწვრთნელმა დაავალა, ჩვენები კი კონკრეტულ ეპიზოდებში სათამაშო კონტექსტიდან ამოვარდნლები იყვნენ, თითქოს მოედანზე კი არა სადღაც სხვაგან იმყოფებოდნენ. ძირითადად მაგ მომენტებში წყდებოდა თამაშის ბედი. ეგ საერთოდ გვახასიატებს, არა მარტო რაგბში. მიზეზების ძიება შორს წაგვიგყვანს, მაგრამ მგონია რომ ეფექტური იქნება ფსიქოლოგის სისტემატიური მუშაობა ბიჭებთან ამ საკითხზე. 18 წლიანებტან ეს დაინერგა და გუნდი კმაყოფილია; ასე რომ მგონია რომ სისტემატიურად უნდა დაინერგოს ეგ პრაქტიკა ჩვენში, არა მარტო პატარებში, დიდებშიც; ფსიქოლოგი გუნდის წევრი უნდა გახდეს.
გიორგი
05 ივნისი 2017 15:55
0
ასეთი ხალხი ანუ შენნაირი. გინდა დაწერე შენი ვინაობა გინდა ნუ დაწერ, სახელს და გვარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ ის არის რომ რასაც შენ ამბობ მაგის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნერვებიც შეიძლება მოგეშალოს, პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდეს, ვინმემ უსამართლოდ დაგჩაგროს კიდეც, მაგრამ შენ რასაც ამბობ ეგ გამოსავალი არ არის. ეგ არის საკუთარი თავის და ქვეყნის დასამარება სპორტული თვალსაზრისით. უსამართლობა ყველგან ხდება. ფეხბურთში არ გინახავს არჩათვლილი გოლები? უსამართლო გაძევებები? ძიუდოში და ჭიდაობაში არ გინახავს სპორტსმენის დაჩაგვრა? ძლიერი მაშინ ხარ როცა ცივილურად და ღირსეულად გამოხვალ ასეთი სიტუაციიდან და არა ისე პირველყოფილურად რასაც შენ ამბობ. იპოვე ადვილი გამოსავალი რა, თან კიდე გიკვირს რატო უნდა დაბლოკონ ჩემი კომენტრიო
fraternity
05 ივნისი 2017 15:30
0
ჯერ რატომ გადმოდიხართ პირად შეურაწყოფაზე რატო რატო>>???? ან რატომ უნდა დაბლოკოს ჩემი კომენტარი ?? ან ასეთი ხალხი რას ქვია??მაინც როგორ ასეთი?? გინდა დავწერ ჩემს ვინაობას?? რა გინდათ საერთოდ?>? კლავიატურიდან შეურაცხყოფა ადვილია ხომ????

არცერთს სიტყვა არ დასცდენია მსაჯზე და საერთოდ მსაჯებზე ჩენს წინააღმდეგ. ჩემს კომენტარზე კი იცოცხლე ქილიკი აგრესია ოხრად აფრქვიეთ..

რომელი ქვეყნის. რომელი სპორტის სახეობები აღარ მინახავს ..მაგრამ ასეთი უსამართლობა რაც რაგბის მსაჯებიდან იგრძნობა წლებია უკვე ამაზრზენია..

ტესტების უფლებას არ მოგვცემენო ახლა რომ გვაძლევენ ხო რას ამბობ სულ 50 -50% გაქ შანსები თანაბრად თამაშის. დაიანახავენ იგებ თამაშს ჩაერთვება მსაჯი და მაინც წაააგებ . ასე რომ მაგრად ...თქვენი .... შემძვრომი კომენტარები .. მე დავიღალე და ამომივიდა ეს უსამართლობა...


და საერთოდ ედიკა რა შუაშია>?? რა შიში და კრიმინალი მარტო მაშინ იყო?? ბნელა სად ხართ?? ან პოლიტიკას რატომ ურევთ?? სპორტზეა საუბარი ხო?
BMW
05 ივნისი 2017 14:40
0
es gundis ara saertod sportis sheuracyopaa tan ze sheuracyopa:sigarets ewevian mwvrtnelebs.....
euhhh
05 ივნისი 2017 14:33
0
მწვრთნელი დიდი ხანია შესაცვლელია და ეს უნდა გააკეთოს ფედერაციამ, თუმცა თვითონ ფედერაცია არაფრის მაქნისია და ამ გადაწყვეტილებასაც ამიტომ ვერ იღებს. აშკარად დიდი რეგრესი დაგვეწყო ნიჟარაძის წასვლის შემდეგ. ნიჟარაძე კი უნდა წასულიყო მან საკმაოდ მეტი გააკეთა და ახალი სისხლი იყო საჭირო მაგრამ არა ესეთი ძველ დროში ჩარჩენილი კადრი. სამწუხაროდ ჩვენს ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეტყობა ნელ ნელა უკუსვლა....
regresi
05 ივნისი 2017 14:27
0

სიახლეები პოპულარული