პირველი მეტოქე გერმანიაა

AutoSharing Option
24-31 ოქტომბერს ბელგიაში გაიმართება ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად "ჩელენჯ ტროფის" გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა. შეჯიბრებაში ჩვენებთან ერთად რუსეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, ბელგიის, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე გერმანიის ცხრამეტწლამდელთა გუნდი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში, სავარაუდოდ, რუმინეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მწვრთნელების პაატა ნარიმანაშვილისა და ზურაბ ამონაშვილის ხელმძღვანელობით საწვრთნელ შეკრებას ხვალიდან ლაგოდეხში გამართავენ. ქართველ მწვრთნელებს მოთამაშეთა ფიზმომზადებაში დახმარებას გაუწევს მარკ დიქსონი, რომელიც ამჟამად რაგბის კავშირში სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა ფიზმომზადების პროგრამის შექმნაზე მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელები ბევრ ბედნიერ წუთს ჩუქნიან მაყურებელს, ამიტომ გამორჩეულ ფეხბურთელებს ხალხი არ ივიწყებს.
irakli
13:25 31-10-2018
0

სიახლეები პოპულარული