ინგლისური ტურნე წარმატებული გამოდგა

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", რომელმაც მაისის ბოლოს მოსფლიოს ახალგაზრდულ ალაფას უნდა უმასპინძლოს, საორგანიზაციო კომიტეტის თათბირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან და ტურნირის დირექტორ ლაშა ხურციძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და თბილისისი მერიის სოციალური დაცვისადა კლტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

მანამდე კი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და საქართველოს A ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა,
რომელზეც ახლახან ინგლისში გამართულ ტურნესა და საქართველოს ჩემპიონატის დაწყების თაობაზე ისაუბრეს.

გიორგი ნიჟარაძე:
"ჩვენ დიდი ხანია ვცდილობდით დაგვემყარებინა მჭიდრო
კავშირი ბრიტანულ რაგბისთან. საჭირო იყო საფრანგეთისთვის ალტერნატივა მოგვეძებნა, რადგან იქაურმა რაგბის ფედერაციამ ლეგიონერებზე შეზღუდვა შემოიღო, რაც, განსაკუთრებით დაბალ დივიზიოონში უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენ მოთამაშეებს.

ინგლისური ტურნეს ორგანიზებისას უდიდესი სამუშაო გასწია საქართევლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დონ კასკიმ. გლოსტერის მახლობლად, ქალაქ ჩენტელჰემში ნაკრებს ყველა პირობა ჰქონდა ნაყოფიერი წვრთნისთვის.

პირველი შეხევდრა გუნდმა ბრიტანეთის არმიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, რომელიც პერიოდულად იკრიბება და საკმაოდ მაღალი დონის გუნდებს ეპაექრება. არმიელთა შემადგენლობაში მრავლად არიან ფიჯელი, ტონგელი და სამოელი მოთამაშეები. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბრიტანულ არმიაში ისინი კონტრაქტით მსახურობენ. ერთი სიტყვით, საკამოდ სერიზული გუნდია. მაგალითად , ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა ფიჯის ნაკრების ძირითადმა მგეზავმა.

მეორე თამაში ოქსფორდში, მსოფლიოში ყველაზე ძველ სარაგბო სტადიონზე, ყველაზე ძველ სარაგბო გუნდთან, ოქსფორდის უნივერსიტეტთან გავმართეთ. ორივე თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ამ ტურნეს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მატჩებს ეროვნული ნაკრების ყველა მწვრთნელი ესწრებოდა. მათ სამომავლოდ ბევრი რამ მოინიშნეს. ჩვენი მიზანი იყო დავკვირებოდით უახლოეს რეზერვს. უკვე დაიწყო იმ მოთამაშეების შერჩევა, ვინც მსოფლიო მთასის შემდეგ, მომდევნო ოთხწლიან ციკლში ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჰართპულის სარაგბო აკადემიის ხელმძღვანელებთან. სავარაუდოდ, "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას" მსვლელობის დროს თბილისში გვეწვევა ამ აკადემიის რექტორი, რომელთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას. მოლაპარაკების თანახმად ბლეკპულის აკადემიაში გავაგზავნით ახალგაზრდა მორაგბეებს, არა მარტო რაგბის სასწავლებლად, არამედ მაღალი დონის განათლების მისაღებად.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სხვა შეხვედრებსაც. ჩვენ უკვე ვიცით, რა სირთულეების გადალახვა მოგვიწევს საიმისოდ, რომ ბრიტანული ბაზარი ავითვისოთ, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველანაირი ბარიერი გადავლახოთ. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ტურნე ინგლისში წარმატებული გამოდგა".

ლევან მაისაშვილი:
" ზოგადად საქართველოს A ნაკრები ის გუნდია, სადაც ეროვნული ნაკრების მეორე ან მესამე ნომრები თამაშობენ. ვინაიდან ჩვენი ტურნე IღB-ს ფანჯარას არ დაემთხვა, ჩვენ მიერ გამოძახებული მოთმაშეთა უმრავლესობა კლუბებმა არ გამოუშვეს. ამიტომ იძულებული გავხდით ინგლისში ექსპერიმენტული ნაკრები წაგვეყვანა.

პირველი თამაშის წინ მოსამზადებლად სამი დღე გვქონდა, რაც, ცხადია, სრულფასოვნად მომზადებისთვის საკმარისი არ არის. თუმცა ბიჭებმა მობილიზება მოახერხეს და საკმაოდ ძლიერი ბრიტანული არმიის გუნდი დავამარცხეთ.

ჩვენი მეტოქეები გუნდურ თამაშში მოიკოჭლებდნენ, თუმცა ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებით იყვნენ დაკომპლექტებული. საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ვარჯიშებიც. გუნდს თან ახლდა ვიდეო ანალიზის სპეციალისტი, რომლის დახმარებითაც როგორც თამაშებს, ისე ვარჯიშებსაც ვაანალიზებდით.

რაც შეხება იმ მოთამაშეებს, რომელბმაც ტურნეში თავი გამოიჩინეს, ისინი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. არიან ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ძალიან კარგი შანსი აქვთ წლეულს, ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე მოხვდნენ, მეორე, გაცილებით დიდ ნაწილს კი, წესით, მომავალში არ უნდა გაუჭირდეთ ეროვნულ გუნდში მოხვედრა.

გიორგი ნიჟარაძე:
"ამ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატი იწყება და მინდა ამ თემასაც შევეხო. უკვე ჩატარდა საქართველოს მეოთხედფინალური შეხვედრები, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოდგა. საქართველოს ჩემპიონი "ლოკომოტივი" დებიუტანტ "არმიასთან" დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშებაში მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელთანაც სასპონსორო ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გავაფორმებთ და საქართველოს თასსაც ამ კომპანიის სახელი დაერქმევა.

უკვე აღვნიშნე, რომ ამ უქმეებზე სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც შარშანდელზე უკეთესი იქნება. თუ აქამდე ოთხი მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდი იყო, რომელიც მედლებისთვის იბრძოდა, წლეულს ასეთი ექვსი იქნება.

ვფიქრობ, "ლელოს", "ლოკომოტივს", "აიას", "არმიას", "აკადემიას" და "ყოჩებს" ჩემპიონობის მოპოვების თანაბარი შანსი აქვთ. უამინდობის და იმის გამო, რომ "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფა" გვაქვს გასამართი, თამაშები "შევარდენისა სანაკრებო ბაზისა" და "ავჭალის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ჩატარდება. "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფას" შემდეგ კი ბუნებრივსაფარიან მოედნებზე გადავინაცვლებთ.

ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ჩემპინატის მოლოდინში ვართ, მით უფრო, რომ კლუბების მწვრთნელები ითვალისწინებენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა მითითებებს და ცდილობენ, თამაშის ახლებური სტილი დანერგონ."




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული