რუსებს ყველა ასაკში ვჯობივართ

AutoSharing Option
16 აპრილს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 38:3 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში რუსმა მორაგბეებმა საჯარიმო დატყმით გახსნეს, რასაც ქართველთა გააქტიურება და ზედიზედ სამი გატანილი ლელო მოჰყვა. ლევან მგელაძის გუნდმა სამივე ლელო გარდასახა და პირველი ტაიმი 21:3 მოიგო.

პატარა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ხელიდან არც მეორე ტაიმში გაუშვეს და ანგარიში უფრო სოლიდური გახადეს - 38:3. ჯამში ქართველებმა რუსებს 6 ლელო და 4 გარდასახვა გაუტანეს. აღანიშნავია, რომ 6-ვე ლელო ნაკრების უკანა ხაზელების ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში
გავიდა, სადაც პორტუგალია - იტალიის წყვილში გამარჯვებულ იტალიის ნაკრებს 19 აპრილს შეხვდება.

საინტერესოა, რომ მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველებმა, ჩაკეტილი წრის გასახსნელად პირველი ნაბიჯი გადადგეს - კერძოდ, ახალი ფორმატის თანახმად, "ექვსი ერის" ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ორ სამგუნდა ჯგუფში ითამაშეს და ორი უარესი გუნდი შედარებით დაბალ დონეზე სათამაშოდ გაუშვეს.

წარუმატებელი ნაკრებები - იტალია და შოტლანდია აღმოჩნდნენ, რომლებთანაც ძალის მოსინჯვის შანსი ერთი საფეხურით დაბლა მდგომი სარაგბო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ნაკრებსაც ეძლევა.
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი რაგბში. პირველი დივიზიონი. საფრანგეთი (ტარბი, ოში).
15-24 აპრილი


1/4-ფინალი. 16 აპრილი
1.შოტლანდია - რუმინეთი 65:3
2.იტალია - პორტუგალია 14:3
3.საქართველო - რუსეთი 38:3
4.ბელგია - გერმანია 11:27

თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
5.შოტლანდია - გერმანია
6.იტალია - საქართველო

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
7.რუმინეთი - ბელგია
8.პორტუგალია - რუსეთი

23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
მეშვიდეს დამარცხებული - მერვეს დამარცხებული

მეხუთე ადგილისთვის
მეშვიდეს გამარჯვებული - მერვეს გამარჯვებული

მესამე ადგილისთვის
მეხუთეს დამარცხებული - მეექვსეს დამარცხებული

ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული - მეექვსეს გამარჯვებული


საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუსეთთან
15. გიორგი აფციაური ("თი-ბი-სი")
14. მურაზ გიორგაძე ("პატარძეულის ვეფხვები")
13. თამაზ მჭედლიძე ("არმია")
12. მერაბ შარიქაძე ("აკადემია")
11. გიორგი ფრუიძე (რუსთავის "ხარები")
10. გიორგი ტალახაძე ("ხულიგანა")
9. ვაჟა ხუციშვილი (რუსთავის "ხარები")
1. გიორგი თეთრაშვილი ("ხულიგანა")
2. გიორგი ლომთაძე (ქუთაისის "აია")
3. ვახტანგ ახობაძე ("ლელო")
4. გიორგი მჭედლიშვილი ("ჯიქები")
5. გიორგი სორდია ("ლილი", საფრანგეთი)
6. საბა შუბითიძე ("აკადემია")
7. თამაზ ოლხიაშვილი ("ლილი", საფრანგეთი)
8. ნოდარ მარდალეიშვილი (ქუთაისის "აია")

სათადარიგოები
16. დავით ხიდაშელი ("არმია")
17. რატი ასათიანი (ქუთაისის "აია")
18. თორნიკე ჯიბლაძე ("თი-ბი-სი")
19. ლაშა მოსეშვილი
20. ზურაბ თუთბერიძე (ქუთაისის "აია")
21. გიორგი ბასილაია (რუსთავის "ხარები")
22. ნიკოლოზ სულხანიშვილი ("პატარძეულის ვეფხვები")

6 ლელო: ფრუიძე, მჭედლიძე, შარიქაძე, გიორგაძე, აფციაური (2)
4 გარდასახვა: ხუციშვილი, აფციაური (2), მჭედლიძე


განაცხადში ვერ მოხვდნენ: 23. გიორგი ნათელაშვილი (რუსთავის "ხარები"), 24. ნიკოლოზ პინაიშვილი ("არმაზი"), 25. ბესარიონ შენგელია ("ყოჩები"), 26. საბა ნიკოლავა ("თი-ბი-სი")

მწვრთნელები: ლევან მგელაძე, დავით კაკაბაძე.

msy.gov.ge






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული