მზის ბიჭები ამომავალი მზის ქვეყნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში დღეს, 1 ივნისს ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრები გაიმართება. ყველაზე საინტერესო თამაშს B ჯგუფის ლიდერების, საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირებაში ელიან. ამ მატჩში გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ფინალში A ჯგუფის საუკეთესოს, სამოას ნაკრებს დაუპირისპირდება. კუნძულელებს თავიანთ ჯგუფში კონკურენციას ვერავინ უწევს.

საქართველოს ნაკრებმა აქამდე ორი მატჩი გამართა და ორივე დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით მოიგო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჯამში 11 ლელო გაიტანეს, რაც მიმდინარე გათამაშებაში მეორე შედეგია. სამოელებმა ორით მეტი ლელო მიითვალეს. ამომავალი მზის ქვეყნის შვილების ანგარიშზე კი 10
ლელოა.

"იაპონიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ დაცვა სწორად აქვთ ორგანიზებული, სწრაფად გადაადგილდებიან, გადაწყობას დროულად ახერხებენ. ჩვენი მიზანი იქნება სივრცე, სათამაშო არეალი შევუზღუდოთ და ვეცადოთ, ხელი შევუშალოთ რაკიდან და მოლიდან ბურთის სწრაფად გატანაში", -თქვა ზიმბაბვესთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.

იაპონელებს, ალბათ, ისევ შერკინების მძლავრი ზეწოლით თუ დავჯაბნით. მათი ძლიერი მხარეა სწრაფი, კომბინაციური თამაში. ისინი ხშირად ცვლიან იერიშის მიმართულებას, რაც მეტოქეს მუდმივად თავ-გზას უბნევს. გუნდში გამორჩეულია შუამარბი ლაფაელე ვაიფუ და ცხრა ნომერი, გუნდის კაპიტანი კეისუკე უჩიდა. სწრაფი და მობილურნი არიან მორკინალებიც.

ჩვენ ჯგუფში კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებების დაპირისპირება მხოლოდ პრესტიჟის მატჩია. აქ გამარჯვებული მესამე ადგილს დაიკავებს და საბოლოოდ ტურნირზე მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

A ჯგუფში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოას ნაკრები უძლიერესია. ბოლო, მესამე ტურში კუნძულელების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებს, თუმცა ეს უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა.

ამავე ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს ურუგვაის ნაკრებს, რომელიც აშშ-ს გუნდს დაუპირისპირდება. თუმცა, ეს სამხრეთამერიკელებს მხოლოდ ტურნირზე მესამე ადგილსითვის ბრძოლის შანსღა დაუტოვებს.

მესამე ტურის წინ IRB-ის ანტიდოპინგურმა სამსახურმა გუნდებს სემინარი ჩაუტარა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მორაგბეებს თვალნათლივ აუხსნეს, რა გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენებას. ამასთან, მოთამაშეებს გააცნეს აკრძალული პრეპარატების სია და მოუწოდეს, შეუერთდნენ IRB-ის აქციას "შევინარჩუნოთ რაგბის სიწმინდე".

შეგახსენებთ, რომ ამ აქციის ოფიციალური ელჩები არიან სახელოვანი მორაგბეები: ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), ვინსენ კლერი (საფრანგეთი), ფელიპე კონტეპომი (არგენტინა), კარლა ჰოჰეფა (ახალი ზელანდია) და ჯორჯ სმითი (ავსტრალია)

საქართველო-იაპონია
საქართველო ნაკრები: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. გიორგი მარგიანი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. კვარაცხელია, 9. ჯიმი ღამბაშიძე 1. ზურაბ ჟვანია, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა 4. ბექა ბიწაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ლევან თხელიძე
16. მერაბ მატკავა, 17. ზაზა ნავროზაშვილი, 18. გიორგი ჟღენტი 19. ნიკოლოზ ჩხიკვაძე, 20. რამაზ ჯინაშვილი, 21. უჩა მჭედლიშვილი, 22. გიგა გაგოშვილი.
იაპონია: 15. კენ კუროსავა, 14. მასაკაცუ ჰიკოსაკა, 13. ლაფაელე ვაიფუ, 12. შუნსუკე ნუნომაკი, 11. კაზუში ჰანო, 10. რიოდო ნაკამურა, 9. კეისუკე უჩიდა. 1. კენგო კიტაგავა, 2. იუსუკე ნავაი, 3. მაო ენოკი, 4. იუჰო აშიია, 5. იოშიჰირო სონანაკა, 6. ნაოიუკი ცუჯი, 7. ჯონგი კიმი, 8. ტაცურუ ოწადა.
16. ჰიროკი მურაკავა, 17. ჰიკარუ იშიძავა, 18. სონგდანგ ლი, 19. რიოტა კობიაში, 20. რიოტარო იოშიკავა, 21. მასაშიტო იმურა, 22. კოკი ნოდა.
მსაჯი: ხოაკიმ მონტესი (ურუგვაი)

III ტური
კანადა-ზიმბაბვე, ურუგვაი-აშშ, სამოა-რუსეთი
სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი: სამოა - 10 ქულა, რუსეთი - 5, ურუგვაი - 4, აშშ - 2.
B ჯგუფი: საქართველო - 10 ქულა, იაპონია - 10, კანადა - 0, ზიმბაბვე - 0.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის სამოა ისეტი ზლიერია ბრდგჰვნის ყველაფერსო??? ზალიან გაზვიადება ვიციტ ქარტველებმა...წესიტ და რიგით ჩვენ იაპონელებიც და ეგენიც ნაკერზე უნდა გავხიოთ... საღოლ რუსებს რომ არაფერს არ უთმობენ...ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისია როცა რუსებს ვბალეშიკობ... მინდა რომ სამოამ ორჯერ წააგოს და აზრზე მოიყვანოს ირბ...
dato
16:49 01-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული