მატჩი ქართველი მორაგბეების აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 23-ე წუთისთვის 15:0 იგებდნენ. ანგარიში პირველი ნახევრის მე-4 წუთზე ლელოთი გარემარბმა მურაზ გიორგაძემ გახსნა, გარდასახვა ფულბეკმა გიორგი აფციაურმა გაიტანა - 7:0.
მორიგი ლელო ჩვენმა მორაგბეებმა 11 წუთის შემდეგ მიითვალეს. ამჯერად შუამარბმა გიორგი ნათელაშვილმა იყოჩაღა, აფციაურს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 23-ე წუთზე საჯარიმო მანვე გაიტანა
და ანგარიშში სხვაობა საკმაოდ სოლიდური გახდა - 15:0.
რუმინელები მხოლოდ
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს 68:0 მოუგო. ტურნირისთვის გუნდი მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა მოამზადეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთის ნაკრებმა უკრაინელთა გუნდს 52:3 სძლია.
საქართველო-რუმინეთი 27:8
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. რამაზ მაზმიშვილი, 2. ბექა ფირიაშვილი, 3. ალექსი ცსიკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე.
16. მიხეილ ბოდოკია, 17.ბექა კარაგეზოვი, 18. ჟორჟ სალდაძე, 19. ონისე მოგელაშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ილია მელაძე, 23. დევი დევსურაშვილი, 24. ზურაბ ცუცქირიძე.
4ლ: გიორგაძე (2), ნათელაშვილი, ფრუიძე. 2გ,ს: აფციაური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"