"პატარა ბორჯღალოსნებმა" პორტუგალია 24:3 დაამარცხეს

AutoSharing Option
4 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 17-წლამდელ მორაგბეთა შორის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ნაკრები გახდა.

"პატარა ბორჯღალოსნებმა" ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხეს და გაისად გასამრთი 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპირველობის საგზური დაისაკუთრეს, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა ელიტარულ ნაკრებებთან ერთად მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩამდე ქართველმა მორაგბეებმა რუმინელ და ბელგიელ თანატოლებს სძლიეს. ელიტაში თამაშის უფლება კი საქართველოს დარად ფინალისტმა პორტუგალიამაც მოიპოვა.

ცნობილია უმცროსი "ბორჯღალოსნების" საგაისო მეტოქეები - ევროპის ჩემპიონატზე ქართველებს ჯგუფში ინგლისის, უელსის და იტალიის 18-წლამდელებთან მოუწევთ შეხვედრა. მეორე
ჯგუფში ითამაშებენ ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და ქართველებისგან ძლეული პორტუგალია.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული