"პატარა ბორჯღალოსნები" ინგლისელ თანატოლებს ვერ გაუმკლავდნენ - 8:58

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 8:58 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდში გამართული შეხვედრა ინგლისელების უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, საქმე მატჩის პირველსავე ნახევარში მოათავეს - სამი ლელო გაიტანეს და სამივეჯერ ზუსტად გარდასახეს. ინგლისელებმა პირველ ტაიმში ორი საჯარიმოც უნაკლოდ შეასრულეს, "პატარა ბორჯღალოსნებმა" კი ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთით იხეირეს და შედეგადმ შესვენებაზე ანგარიში 27:3 იყო მეტოქის სასარგებლოდ.

ბრიტანელ 18-წლამდელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა მეორე ტაიმიც, თუმცა ჩვენმა ჭაბუკებმა ერთი - პრესტიჟის ლელოს
დადება მაინც შეძლეს და საბოლოოდ 8:58 დამარცხდნენ.

ქართველი მორაგბეები ახლა ტურნირის V ადგილისთვის იბრძოლებენ და მომავალ მატჩს 3 აპრილს გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუგალია კარგად ეომა ირლანდიას, და ჩვენებს რა დაემართათ ვერ გავიგე. იტალიამაც ნებრი წააგო და იმედია იმათ მაინც ეთამაშებიან უკეთესად.
buxuti
20:07 30-03-2012
0

სიახლეები პოპულარული