საქართველო-ინგლისი 8:58
საქართველო: 15. გიორგი აფციაური (დევი დევსურაშვილი 35), 14. იოსებ კიკვაძე, 13. ნიკა ამაშუკელი, 12. გიორგი ნათელაშვილი (ილია მელაძე 35), 11. მურაზ გიორგაძე (გიორგი ფრუიძე 53), 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ლაშა ნადირაძე (რევაზ ბროძელი . 1. ზაური ხარებავა, 2. ბექა ფირიაშვილი (ბადრი ალხაზაშვილი 53), 3. ალექსი ცისკარიშვილი (გიორგი მარგველანი 35), 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. მიხეილ მასხარაშვილი, 6. ვახტანგ ამირანაშვილი, 7. საბა შუბითიძე (გიორგი გოგლიძე 63). 8. შალვა შაშიაშვილი.
ლ: შაშიაშვილი. ს: აფციაური
საინბინი: შაშიაშვილი, ამირანაშვილი.
ინგლისლელები, რომლებიც ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტები არიან, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას და რვა ლელო გაგვიტანეს. ყველა პრობლემას, რაც ჩვენი გუნდის თამაშს ახლდა, თან ისიც დაერთო, რომ ხუთი წუთის განმავლობაში მოედანზე ორი კაცით ნაკლები ვიყავით. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ჯერ შალვა შაშიაშვილი გაასინბინა, მერე კი ვახტანგ ამირანაშვილი.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ლელო, მატჩის მიწურულს, 66-ე წუთზე შაშიაშვილმა გაიტანა, ერთი საჯარიმო კი ფულბეკის, გიორგი აფციაურის ანგარიშზეა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 3 აპრილს, მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებთან გამართავს, რომელიც უელსის 18-წლამდელთა გუნდთან ვერას გახდა - 8:41
შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება პირველად ტარდება და ექსპერიმენტულია.
ევროპის ჩემპიონატი
30 მარტი. მეოთხედფინალი
საქართველო-ინგლისი 8:58, ირლანდია-პორტუგალია 34:24, უელსი-იტალია 41:8, საფრანგეთი-შოტლანდია 19:7
3 მარტი. ნახევარფინალი
I ადგილისთვის: ინგლისი-უელსი, ირლანდია-საფრანგეთი.
V ადგილისთვის: საქართველო-იტალია, პორტუგალია-შოტლანდია
7 აპრილი. ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"