"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალია დაამარცხეს

AutoSharing Option
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 3 აპრილს 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და წაგებული პირველი ტაიმის (10:12) შემდეგ მეტოქე საბოლოოდ 20:18 დაამარცხა.

გუნდებმა ორ-ორი ლელოს დადება და საჯარიმოს გატანა შეძლეს. თუმცა ქართველმა მორაგბეებმა, იტალიელებისგან განსხვავებით, ორივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები 18:10 აგებდნენ და მატჩის ბედის შემოტრიალება არცთუ იოლ სიტუაციაში შეძლეს. იტალიელებმა 8-ქულიან სხვაობას მაშინ მიაღწიეს, როცა "უმცროსი ბორჯღალოსნები" მოედანზე ორი მოთამაშით ნაკლებნი იყვნენ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიის
ნაკრებს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიის ნაკრები 35:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში ტურნირის ფავორიტთან, ინგლისის ნაკრებთან უშანსოდ წააგეს - 8:58. ჩვენი მეტოქე იტალიელი 18-წლამდელები კი ვერას გახდნენ მეორე ფავორიტთან, უელსის ნაკრებთან - 8:41

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).
მეორე ხაზი: შოთა თევზაძე, მიხეილ მასხარაშვილი (ორივე-ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).
მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).
#9: რევაზ ბროძელი (არმაზი), ლაშა ნადირაძე (ჯიქები).
#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), ილია მელაძე (აკადემია), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).
#15: გიორგი აფციაური (არმია).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენაცვალე მაგრა გამახარეს იმედია ეს ბიჭები ჩვენზე უკეთესი ქართველები და ადამიანები იქნებიან. ღმერთმა გაამარჯვებინოთ ცხოვრებაში
თედო
21:05 03-04-2012
0

სიახლეები პოპულარული