ეს ტურნირი იმავდროულად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელიც მომავალ წელს საფრანგეთში გაიმართება. აქ თამაშის უფლებას ალაფაზე გამარჯვებული მიიღებს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები B ჯგუფში, ისევე, როგორც შარშან თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული სხვა, A ჯგუფში გამარჯვებულს ფინალში დაუპირისპირდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, შოტლანდიელი იან სმიტის ხელმძღვანელობით, ამ ტურნირისთვის დიდი ხანია ემზადება. მას ასისტენტობას ახალგაზრდა
გუნდში ოთხი ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც შარშან თბილისში გამართულ ტურნირში იასპარეზეს. ესენია: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ზურაბ ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე და ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).
საქართველოს ნაკრები, U-20
პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე - ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).
მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).
მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).
#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე - არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).
#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე - არმია).
18 ივნისი
საქართველო-კანადა
22 ივნისი
საქართველო-ზიმბაბვე
26 ივნისი
საქართველო-იაპონია
A ჯგუფი: ჩილე, რუსეთი, ტონგა, აშშ
B ჯგუფი: საქართველო, კანადა, ზიმბაბვე, იაპონია.
სმიტმა ახალგაზრდული რაზმი დაასახელა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"