აქ ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. გამარჯვებული მომავალ წელს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თამაშის უფლებას მოიპოვებს.
A ჯგუფის ბოლო მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტრადიციულად უხერხული მეტოქე რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს - 20:11. თამაში ძალზედ მძიმედ დაიწყო. ანგარიში საჯარიმოდან რუმინელებმა გახსნეს, ჩვენმა ფულბეკმა საბა ნიკოლავამ ამაზე ორი საჯარიმოთი უპასუხა, თუმცა "მუხის ფოთლებმა" ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს - 6:6.
ჩვენმა ნაკრებმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა ტაიმის
შესვენების შემდეგ ისევ ჩვენი მორაგბეების უპირატესობა აღინიშნა. მალე რუმინელები კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც საქართველოს ნაკრებმა კარგად გამოიყენა და მორიგი ლელო მიითვალა - 20:13. მატჩის მიწურულს მეტოქე, რომელსაც დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდა, საგრძნობლად გააქტიურდა, თუმცა მხოლოდ ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა - 11:20.
საქართველო-რუმინეთი 20:11
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი კოდუა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. გიორგი გეგია, 6. შალვა შაშიაშვილი, 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
16. გიორგი სულუაშვილი, 17. თორნიკე ჯიბლაძე, 18. გიორგი მარგველანი, 19. ფარნავაზ გასვიანი, 20. ირაკლი ლოლუა, 21. გიორგი მჭედლიშვილი, 22. გიორგი თუთბერიძე.
A ჯგუფი
საქართველო-ესპანეთი 31:13, რუმინეთი-ესპანეთი 10:16
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 9 ქულა, 2. ესპანეთი - 4, 3. რუმინეთი - 1.
B ჯგუფი
პორტუგალია-რუსეთი 14:8, ბელგია-რუსეთი 24:24, პორტუგალია-ბელგია
სატურნირო მდგომარეობა
1. პორტუგალია - 4 ქულა, 2. რუსეთი - 3, 3. ბელგია - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"