ლონდონურ კლუბ "ვოსფსს" ჩვენთან მეგობრობა სურს

AutoSharing Option
16 თებერვალს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს 18-წლამდელეთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება, ლონდონის "ვოსფსის" 18-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.

ჭაბუკი ინგლისელები თბილისს ორი დღის წინათ ეწვივნენ და თამშისთვის "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ემზადებიან.

ლონდონის "ვოსფსი" ინგლისური რაგბის ერთ-ერთი წამყვანი, ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

"ავივა პრემიერშიპის" წლევანდელ გათამაშებაში ლონდონელები ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან. ცხადია, რაგბის ქართველი ქომაგებისთვის საიტერესოა რამ განაპირობა ასეთი მაღალი დონის სარაგბო კლუბის მომავალი თაობის ვიზიტი საქართველოში.

"ვოსფსის" მწვრთნელთან დენ ბეთისთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- როგორც კი საქართველოდან მოწვევა მივიღეთ
დიდხანს არ გვიფიქრია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული რაგბი პროგრესირებს, ეს კი განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებს ეტყობათ. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად მოვიქეცით შესანიშნავი შანსი რომ გამოვიყენეთ. თქვენს გუნდთან თამაში ჩვენს ბიჭებს დიდად წაადგება. ამასთან ერთად, მატჩი საქართველოს 18-წლამდლეთა ნაკრებასც მოუტანს სარგებლობას.

- რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებით. ურთიერთობა გაქვთ ადგილობრივ რაგბის თემთან. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება.
- ქართული რაგბი საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. 2011 წელს მსოფლიოს თასზე გამართული მატჩების შემდეგ თქვენ გუნდს ბრიტანეთშიც დიდ პატივს სცემენ. როგორც ვხვედავთ თბილისში ინფრასტრუქტურა და ზოგადად ფინანსური შესაძლებლობები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც არის, ყველაფერი მაღალ პროფესიულ დონეზე აყვანილი.

- საინტერესოა როგორი სტილის მიმდევარია თქვენი გუნდი, რა რგოლის თამაშს ანიჭებთ უპირატესობას?
- "ვოსფსის" პირველ გუნდს წინAორ სეზონში ორი ძალიან სწრაფი გარემარბი ჰყავდა. ამიტომ ცდილობდნენ, ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო ხაზზე ბოლომდე. ჩვენი ასაკობროვი გუნდი ტექნიკური, სწრაფი თამაშის მიმდევარია და არ ვცდილობთ მთელს მოედანზე დომინირებას.

- "ვოსფსის" 18-წლამდლეთა გუნდიდან ინგლისის ნაკრებში თუ არის გამოძახებული ვინმე?
- ორი ისეთი მოთამაშე გვყავს ვინც ახლოს არის ამ ნაკრებთან. სამაგიეროდ, ჩვენი ერთი ყოფილი 18-წლამდელი მორაგბე 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა.

- ხომ არ გეგმავთ, რომ საქართველოს "ვოსფსის" ძირითადი გუნდით ეწვიოთ?
- ამაზე დეტალურად ჩვენი მენეჯერი გიპასუხებთ.

- მარტინ ანსვორსი, "ვოსფსის" მენეჯერი:
- სამწუხაროდ "ვოსფსის" ძირითად გუნდს ძალიან დატვირთული სეზონი აქვს. ჩვენი მორაგბები თამაშობენ "ავივა პრემიერშიპში", "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში და ექვსი ერის მატჩებში, ამიტომ სეზონის განმავლობაში ძალიან იღლებიან. თუ მოვახერხეთ თბილისში ჩამოსვლა, საბრძოლო შემადგენლობით, ალბათ, მაინც ვერ გეწვევით.

- ყველაზე მეტად რა მოგეწონათ საქართველოში?
- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რა ენთუზიაზმი და მაღალპროფესიული მიდგომა აქვთ საქმისადმი რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი) და ლაშა ხურციძე (საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი) რაგბის ბრწყინვალე ელჩები არიან საქართველოში.

იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება და ქართველ მორაგბეებს აუცილებლად ვეტყვი - ისინი ბედნიერები არიან და მათთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ბრწინვალე ხელმძვანელები ჰყავთ.

გამორიცხული არ არის ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს და "ვოსფსის" აკადემიაში სასწავლებლად რამდენიმე ხალგაზრდა ქართველი მორაგბე მივიწვიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული