ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასი, მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და თბილისის მერიიდან მამუკა ქაცარავა.
პრესკონფერენციამდე კი, ნახევარსაათიანი დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის World trophy 2011-ის ჩატარების გეგმებზე იმსჯელეს.
პრესკონფერენციაზე კი უკვე ცნობილი გახდა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტურნირი თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით
როგორც IRB-ის ტურნირების დირექტორმა, ფილიპ ბურდარიასმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ თბილისი არა მარტო შეძლებს ტურნირის მასპინძლობას, არამედ საქართველოს დედაქალაქში ყველაზე საინტერესო, დაძაბული და მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი მოეწყობა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ისე რაგბის კავშირი და თბილისის მერიაც. ლადო ვარძელაშვილი და მამუკა ქაცარავა აცხადებენ, რომ ტურნირს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა ექნება და ყველაფერი გაკეთდება, რათა ორგანიზება მაღალ დონეზე მოხდეს.
2011 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ტროფი, რომელიც თბილისში გაიმართება, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია. 2011 წლის მსოფლიოს ტროფზე 8 ნაკრები, მათ შორის საქართველო, რუსეთი, სამოა, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი, კანადა და ზიმბაბვე ითამაშებს. გამარჯვებული 2012 წელს გასამართი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ტროფის საგზური წელს ბელგიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა.
ფოტო: msy.gov.ge