U18. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ჩვენმა ნაკრებმა ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალია ანგარიშით 29:10 დაამარცხა.

პირველ ტაიმში 18-წლამდელებმა სამი ლელო დადეს, სამივე არსენ მაჩალაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმით ანგარიში გელა აფრასიძემ გაზარდა - 24:10, რომელმაც პირველ ნახევარში ყველა ლელო გარდასახა. ტაიმის შუაში კი ლელო საბა ხურცილავამ დადო. აფრასიძემ კი ვერ გარდასახა.

საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთი-ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ბიჭებო ფინალში ალბათ მამლები დაგხვდებიან და არ დააყივლოთ DD
giorgi
00:59 23-03-2016
0
მიდით ბიჭებო, ავტორიტეტებს არ შეუშინდეთ და შედეგიც სათანადო იქნება დარწმუნებული ვარ
თემო
12:37 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული