18:55 25-06-2016
U20. "უმცროსი ბორჯღალონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებთან დამარცხდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
25 ივნისს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-9 ადგილისთვის შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ფრანგ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 24:27 დამარცხდნენ.
ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება თავიდანვე შეძლეს და ტაიმიც 10:3 მოიგეს. შესვენებამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო გელა აფრასიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა (63-ე წუთი), მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა. სამივე ჯერზე აფრასიძემ გარდასხვა ზუსტად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა იტალიის 20-წლამდელებს მოუგეს - 18:17, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან (7:35), უელსთან (9:10) და ახალ ზელანდიასთან (0:55) დამარცხდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ირლანდია 45:21 დაამარხა. 20 წლამდელ მორაგბეთა პლანეტის მომავალი პირველობა კი 2017 წელს საქართველოში გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უჩა ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. სანდრო ილურიძე, 23. მირიან მოდებაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ამათი ფიზ-მომზადება და პროფესიული ჩამოყალიბება ნამდვილად საშური საქმეა
მაგას სწორი მენეჯმენტი სჭირდება რაც დარწმუნებული ვარ ჩვენ სარგბო თემს აქვს კიდეც დასახული