ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

კვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, "კვარასგან" უკვე აღარაფერი გვიკვირს, გოლისას მისი ფეხის მოძრაობამ და დარტყმამ ჭეშმარიტი ფეხბურთის გულშემატკივრები ერთხელაც აალაპარაკა. ქართველზე სათქმელი ისევ ბევრია, ამჟამად კი ერთ სტატიას შემოგთავაზებთ, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მაშინ, როცა 77-ე ნომერმა ისეთი გოლი გაიტანა, თვალებიდან ახლაც რომ არ ამოგვდის (სეზონის საუკეთესოდ კიდევ უფრო მაგარი დასახელდა, "ატალანტასთან")...

ფეხბურთი საუკეთესოობას არავის წაართმევს - ლევ იაშინსაც თავისი ადგილი უჭირავს და ფრანც ბეკენბაუერსაც. პაოლო მალდინიც ახსოვთ, კლოდ მაკელელეც და რაულიც, თუმცა რა ვუყოთ იმას, რომ დრიბლინგი თვალს ყველაზე მეტად სიამოვნებს და მისი მეშვეობით ფეხბურთი უფრო თვალწარმტაცი ხდება. იქნებ არც არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ და ამით სიამოვნება მაქსიმალურად მივიღოთ. მაინც თამამად ვიტყვით - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით საუკეთესო გოლი გაიტანა, როცა "სასუოლოს" კარი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ დალაშქრა.

მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ, რომ ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შედეგიანი მოქმედებები. ის ყველა საფეხბურთო ასპექტში გამორჩეულია და ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ისეთი გოლი, როგორიც სერია "ა"-ს 23-ე ტურში ვნახეთ, ნეიტრალური გულშემატკივრების მეხსიერებაშიც მყარად ილექება და ესაა ის, რაც ამა თუ იმ ფეხბურთელს საყოველთაო აღტაცების ობიექტს ხდის, საზღვრებს მიღმა!..

კვარაცხელიას კ(ვ)არავაჯო მხოლოდ სახელის მსგავსების გამო არ უნდა ვუწოდოთ. იტალიელი შემოქმედის ნახატები უბრალო ადამიანების სულში ჩაწვდომას ახერხებდა. "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" - ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, რომელშიც ცოტათი საკუთარ თავსაც გვაჩვენებს. "კვარადონა" თავმდაბალი ბიჭია, რომელმაც იცის, რომ მისი უბრალოება მოედანზე და მის მიღმა ადამიანებს ეკრანებთან და სტადიონზე აბედნიერებს, სამშობლოს უფრო ამაყს ხდის, ემიგრანტებს - თავდაჯერებულს. ხვიჩას შეუძლია, ამ ძველი და ტრადიციული გუნდის გულშემატკივრებს ნანატრი სკუდეტო დაუბრუნოს და იმ დიდებას აზიაროს, სწორედ დრიბლინგისა და არამხოლოდ მის ღმერთად აღიარებულ მარადონას დროს რომ ჰქონდათ.

ჩვენ მაინც ყველაფრის "გაქართულება" გვიყვარს და სადაც კარავაჯოა, იქ ნიკალაზეც უნდა ვთქვათ. "ნამდვილი ხალხური გადმოცემის მთელი სიცხოველით ასახვა" - ასე ახასიათებდნენ ნიკო ფიროსმანს (დიმიტრი შევარდნაძე), ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და გენიალურს ქმნიდა.

ხვიჩა კვარაცხელია მალე თავად გახდება (უკვე არის) მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი, ათასობით სპორტსმენის კუმირი. თუკი ის სტეფ კარის აღნიშვნით იწყებდა, გავა დრო და გოლის შემდეგ მის ჟესტს სხვები "გადაამღერებენ"...

დრო კიდევ ბერი გვექნება, როცა "კვარას" ირგვლივ ტაქტიკური ნიუანსებით, კრიტიკული პასაჟებითა თუ კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნებით ვისაუბრებთ, შიგადაშიგ ცოტას იმაზეც ვიღელვებთ, არ გადავავმლაშოთ. ამასობაში, "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელების ღვაწლსაც არ დავკარგავთ, ლუჩანო სპალეტის გარჯასაც გამოვარჩევთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ბევრი სიხარულის დროა - ქართველი "მხატვარი" დუნიას (ქვეყანა) იპყრობს!..

• სოსო

მახოვიკოვი ტექნიკური იყო,შედარებით და გუცაევის წინააღმდეგ პირველ თამაშებში,უხეშობით არ გამოირჩეოდა,მაგრამ გვერდით ჰყავდა ბუბნოვი,ნოვიკოვი და მგონი ზიკოვი.ერთი მეორეზე ხაზგასმულად ფეხებზე მონადირე ჯალათები.დროთა განმავლობაში,მახოვიკოვმაც დაიწყო,ვოვას ნგრევა,რადგან დაინახა,რომ სხვაგვარად მას ვერ გააჩერებდა.მთელი მატჩის განმავლობაში მოსკოველი ფეხბურთელები ურტყამდნენ ხოლმე დინამოელებს,მატჩის ბოლოს მსაჯი ვალდებულების მოსახდელად,ერთ ფეხბურთელს(მაქსიმუმ ორს)გააფრთხილებდა და სულ ეგ იყო.მოტყუებაზე რომ დაიძვრებოდა,მოსკოველი მცველებიდან ნებისმიერი,ერთი გაშლილი ფეხით,პირდაპირ წინადან ბურთზე უხტებოდა,მეორე ფეხი კი საზარდულის სიმაღლეზე ჰქონდა აწეული,რომ ზედ ვერ გადამხტარიყო და ვერ ასცდენოდა,ვოვა გუცაევი.მოსკოვის დინამოსთან პრაქტიკულად ყოველი მატჩის შემდეგ,რომელიმე დინამოელი იღებდა სერიოზულ ტრავმას.ჩელებაძე რომ ჩელებაძეა და არასოდეს გამოირჩეოდა დრიბლინგით,მასაც კი წვივის ძვალი გაუბზარეს და სსრკ ნაკრებში ვეღარ ითამაშა,არადა ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ოლიმპიადაზე მიჰყავდათ.

როგორ ვაქე გუშინ ღვთისავარის ნაწერი და კვარა , მაგრამ არ გამოაქვეყნეს.

• გიორგი

ყოცაღ, ღვთისავარ. ყველაფერთან ერთად ფართო შეხედულება გაქვს ერთი შეხედვით 'ვიწრო' საკითხებზე. ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს შენს სტატიებს! კიდევ, ყოჩაღ.

• მეც მახსოვს

ის თამაში მოსკოვში ჩატარდა, მახოვიკოვი მაშინ მოსკოვის დინამოს კაპიტანი იყო, ზოგჯერ ნაკრებსაც კაპიტნობდა. ის იყო და ის, იმის მერე მახოვიკოვს არ გაუხარია, რასაც ჰქვია დაასამარა გუცაევმა, რეებს უკეთებდა, სულ მიწაზე ახოხიალა საცოდავი.

• k

როგორც ყოველთვის, ყოჩაღ!

• სოსო

რამდენი წლის ხარ ბაბუ? გინახავს იაშინი მოედანზე.დდდდდდდ

• ვაჟა მასწავლებელი

SOS!!! ასე არ ხდება! გიომ ტკივილი იგრძნო მოძრაობის მიმართულების მკვეთრი შეცვლისას - ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მალებს შორის დისკი ხომ არ არის დაზიანებული, ან ხომ არ ეწყება თიაქარი წელის 4 - 7 მალებიდან რომელიმეზე!

რანაირად და ნიჭიერი იყო ცხონებული, ტალანტი.

• იაშინი არა შოშია

იაშინი არ უნდა ახსენოთ თუ რამე იცით ფეხბურთში.. ოქროს ბურთი რანაირად მისცეს მაგ გაპიარებულს

• Gela

ღვთისო ძალიან მაგარ სტატიებს დებ, ბევრი გაქვს ნაშრომი

• მერაბი ბებია

მეგობრებო გუшინ უყურე ხვიჩას თამაშს და გამახსენდა დინამო თბილისი ეთამაშებოდა მოსკოვის დინამოს ბატონმა ვოვა გუცაევმა ორმოცჯერ მარტო პირველი ტაიმში მოატყუა ფინტებიტ ალექსანდრე მახავიკოვი ეს მაყურებელს მოეწონა და სულ ტაшს უკრავდნენ რაც იшვიატი იყო მოსკოვში სხვა გუნდის მიმართ წარმატებებს ხვიჩას ვუსურვებ ბატონ ვოვა გუცაევს ათას წელს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

• გიორგი

რუსეთის ქართველმა მენეჯერმა ლოკომოტივში არ დაიტოვა და ჯუღელმა რუბინში ნაცნობ პრეზიტენთან წაიყვანა მანამდე დინამოშიც არ წყალობდნენ რუსეთში აშკარად მოუმატა და ნაკრებშიც კარგითამაშის გამო ლიდერად ჩამოყალიბდა გახსოვთ ალბათ სანიოლის ინტერვიუ ლიგა ერთის ყველა გუნდს შევთავაზე და ყველამ უარი მითხრაო აიაქსმაც რომლის პრიოგრატივი არის ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და მერე მაღალ ფასში გაყიდვა უარი შემოგვითვალა კაცმა სერია ა საჩემპიონო გუნდში მოაწყო დღეს ყველას ენაზე აწერია ხვიჩა აღფრთოვანებას ვეღარ მალავენ თვით ბოღმიანებიც კი სატრანსფერო ფასი 23წლის ბიჭის 100 მილიონს გადაცდა და მეტი რაუნდა ექნა აგენტს თუ თქვენ იცით გაგვიმხილეთ საიდუმლო.

• ვა რა დონეა

იქნებ მედიცინის ენაზე ახსნა ევრიპაში რომ გადასულიყო რატომ ვერ იდგებოდა მაგარ ფეხებზე.ვარჯიშები არ უვარგათ თუ კლიმატია ცუდი.

• ქ. გ.

ლევანი-ს პროფესიონალი მანიპულატორის კომენტარი მოგვწერე: დასაწყის კარგი იყო. დაბოლოებაც კარგი იყო. პრორუსული აგიტაცია კი სენდვიჩის შუა ფენაში იმალება. ვინც ყურადღებით არ წაიკითხავს, დაალაიკებს.

• ლევანი

მართლა კარგი სტატიაა, მადლობა ძმაო. ისე, ადრეც დაცწერე, ხვიჩას რუსეთში რომ არ ეთემაშა, ის ორი სეზონი, ესეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდა. რუსეთი რა ქვეყანაა, მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ ნორმალურები იქაც არიან, თქვენ წარმოიდგინეთ. დიდება ქართულ ნიჭს! დიდება საქართველოს!

• ქ. გ.

koka-ს 100% მართალი ხარ.

• koka

უბრალოთ ჯუღელმა, დაბალი დონის აგენტმა ხვიჩა რუსეთში წაიყვანა და ორი წელი დააკარგვინა რითაც რუსებს სალაპარაკო მისცა.რომ არა რუსეთ უკრაინის ომი და უკრაინელების გმირობა რის გამოც სანქგიები დაადეს რუსეთს ხვიჩა დღესაც რუბინში იქნებოდა,თანაც ნირწამხდარი.

• ქ. გ.

რუს პროვოკატორ კრემლებოტს ობიექტური სიმართლე მივწერე. ნუ დაბლოკავთ.

• ზურა

ძალზედ ,,ჩამოყალიბებული" და აზრიანი სტატიაა...რც იშვიათია მედიაში.ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის სიტყვა ,,კუმირი"(კერპი).ხვიჩამ ბევრი ,,დაკარგული" გულშემატკივარი მოაბრუნა, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის დამწყები ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმული, რაც აუცილებლად აისახება მომავალში.მადლობა ხვიჩას!

• ქ. გ.

ჯერ ყველას არა აქვს გააზრებული, რა ხდება. ფეხბურთის გენიოსი არის მესი. ხვიჩა კი ფეხბურთის ღმერთივით თამაშობს.

• ქ. გ.

იაშინი იყო დამპალი ტიპი. ქართველები არ უყვარდა. მისი პირადი ულტიმატუმების გამო არ იწვევდნენ ნაკრებში იმდენ ქართველს, რამდენიც უნდა მიეწვიათ. იყო ჭორები, რომ სიჭინავამ "პატივი სცა" მის ცოლს და ამის გამო ვერ იტანდა იაშინი ქართველებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ რუსი შოვინისტი იყო.

• კაპიტან გარდენბურგი

ღვითისავარ ყოჩაღ, ფიროსმანის შემოტანა ძალიან მომეწონა ☀️

• რატი

როგორი უნიჭო კრემლობოტობაა. კრემლში აშკარად ხარისხი დაგიქვეითდათ. :)))))

• რატი

Rasia, idi na x*i! Griobannie Rashisti!

• პავლე

Ты чума всего мира, я не думаю, что это гордая история

• Gio

Если бы не война на Украине, талант Хвичи умер бы в России так же, как Ананидзе, Джанашия Асатиани и вообще тот негодный менталитет, от которого сейчас потихоньку избавляется Грузия.

• Феола

Ах, как вы любите присвоить чужое, если бы не это воина, его бы погубили там на россии. А сейчас хвастаетесь. Сколько талантов погубили подобно, перекрывая все пути к успеху если ваш фашистский интерес не был бы удовлетворен.

• Suxumchanin

Мы помнимАбхазию, Цхинвали, так что Русский корабль иди на …..

• Margalonas

ასეთი უწიგნური საიდან გამოძვერი,ნუ გვარცხვენ მეგრელებს,კოლხიდის დედაქალაქი აია იყო,დღევანდელი ქუთაისი,მთელი დასავლეთ საქართველოა კოლხიდა სი დურაქ!!! ჩაუჯექი წიგნებს,დაჯექი- ორიანი!)))

• Питерскому

Питерский,твоё место у параши!!!У Хвичи одна Родина и это Сакартвело,а Самегрело одна из главных областей Сакартвело,не надо политиканствовать(наш мингрел)!!! А заслуги уважаемого Юрия Павловича Сёмина и Леонида Эдуардовича Слуцкого оценит сам Хвича!!!

• არტ

Причем тут палич? Он ни дня не тренировал Хвичу! Какое отношение к вам имеет Хвича? Плохо что он просто минимум 3 года потерял в вашем бей-беги чемпионате а если бы прямо попал в Европу уже играл бы в одном из грандов и уже имел бы титулы Гордись Дзюбой. А Квара не имеет к вам никакого отношения. Отвяжитесь наконец!

• ბალელშიკს

მთელი საფეხბურთო სამყარო აღიარებს ლევ იაშინს,მისი სახელობის პრიზი გადაეცემა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს!!! თუ ხვდები რა დაწერე?))) მართლა "ბალელშიკი" ხარ!!!)))

• Питерский

Как русский, я горжусь тем, что Россия вкладывала и развила Хвичу, Палыч это легенда российкого футбола! Я горжусь, что наши ребята успешные, помни наш мингрел, что Россия это твоя вторая родина!!

• "ბალელშიკი" -ს

ვინმე ბელანოვი უკრაინელი, კიევის "დინამო" -ს ლობანოვსკის დროინდელი მოთამაშე იყო და იმ წლებში ნამდვილად საუკეთესო. იაშინმა ახალი სტილი და ელემენტები შეიტანა მეკარის თამაშში და იმიტომ აფასებდნენ, თორემ სსრკ არ მაშინ ეხატათ გულზე. არაკომპეტენტური და მიკერძოებულ კომენტარი არ უხდება სპორტს.

• Anjelo

"ბალელშიკ"-ს საწყალი სექტანტი ხარ თან ვერ ხვდები. მაგრად იგრძნობა რომ მაგარი "დამუშავებული" ყავხარ გლობალისტურ იდეოლოგიას.

• სოსო

ბელანოვი,საკმაოდ კარგი,მაგრამ არა ვარსკვლავი ფეხბურთელი იყო,ფანტასტიკური სიჩქარით,თუმცა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,ისეთი გოლები გაიტანა,რომ ერთხმად შერაცხეს საუკეთესო ფეხბურთელად და ევროპაშიც გაუშვეს ,სათამაშოდ.საბჭოთა პრესაში,იქაურ პერიოდზე ბევრს ვერაფერს ვიგებდით,თუმცა მექსიკაში,მართლაც საოცარი იყო.რაც შეეხება იაშინს,ის მართლაც დიდი მეკარე იყო,რომელზეც ნაკრების წარუმატებლობა ჩამოწმინდეს და განტევების ვაცად გადააქციეს.ბევრი ვერ შესძლებდა კვლავ ფეხზე წამოდგომას,მან კი შესძლო.იაშინმა თავში მიიღო ძლიერი დარტყმა და რამდენიმე წუთი,გონება დაკარგული იწვა,.მოედანზე.მერე კი,ტვინის შერყევა მიღებულმა ითამაშა და რა გასაკვირია,თუ ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა?!პარტიამ უბრძანა და მანაც შესარულა ბრძანება.მერე კი,პარტია გვერდზე დარჩა და იაშინი გახდა დამნაშავე.მსოფლიო ეხბურთის 100 წლის იუბილეზე,იაშინი,მსოფლიოს ნაკრების კარში იდგა და მთელი მსოფლიო დაარწმუნა,საკუთარ უძლიერესობაში.სამწუხაროდ,ამავე მატჩში,მიშა მესხიც მიიწვიეს,მაგრამ საკავშირო სპორტ კომიტეტში,მისი მიწვევა დამალეს და იქ აცნობეს,მესხი ფორმაში არ არისო.მისი მიწვევით,კონსტანტინე ბესკოვი წავიდა,ამ მატჩზე დასასწრებად.მესხმა,მხოლოდ კაი ხნის შემდეგ,შემთხვევით გაიგო,ამ მიწვევის შესახებ.მისი სიამაყის გამო,მოსკოვშიც და თბილისშიც,ფეხბურთის სიახლოვეს მოღვაწე ბევრი ფუნქციონერი მტრობდა,მიშას და საბოლოოდ,ფეხბურთიდან წასვლაც აიძულეს.

• Charley

ფეხბურთის სიდიადეც იმაშია რომ რაც ვერ შესძლო ქართულმა კულტურამ თავისი ვაჟა-გალაქტიონით რუსთაველითა თუ დავით აღმაშენებელით მათი სახელები მაინც ლოკალური დონის იყო ერთმა ბიჭმა ადგა და გააცნო მსოფლიოს ქვეყანა სახელად საქართველო ფაქტი სახეზეა. რაც შეეხება ხვიჩას ეპოქალურობას ეს იმაშიც ჩანს მის მიერ თუნდაც ერთ ჩატარებულ თამაშში შეგიძლია ამოიღო ისეთი ესთეტიური ტოპ "ჰაილაითები" რამდენიც კარგი ფეხბურთელის მთელი კარიერიდანაც ვერ შეკრიბო.

• "ბალელშიკი"

იაშინმა სამ! მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მინაწილეობა. არც ერთზე!!! თავი არაფრით გამოუჩენია და მგონი ამ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გოლიც გაუშვა!!! "მომარცხენო" და პრო-რუსული "ფრანს ფუტბილის" (სხვათა შორის ნამდვილ "ბალელშიკებს" ეხლაც ახსოვთ იაშინის გარდა ვინმე ბელანოვის???? ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება????). ნუ აფეტიშებთ რუსების მეკარეს, რომელზე უეთესიც ძალიან ბევრი იყო!!!!!

• MARGALONA

იყო დრო როცა კოლხები ანათლებდნენ მსოფლიო ხალხებს და მათ ცივილიზაციაზე დგას დღევანდელი მსოფლიოც,სწორედ ამ მივიწყებულ დაკნინებულ ცივილიზაციის პირდაპირ შთამომავალ-წარმომადგენელს უნდა ექნა ის რასაც ხვიჩა აკეთებს მაგრამ მისი კოლხობა მაინც მიჩქმალულია,არაუშავს მაინც გაჟონავს ეს ინფორმაცია, წიმე ულა კვარა❤️

• aburjga

ხვიჩა კვარაცხელია თავის თავში ერთდროულად მოიცავს მესხის, მერეველის და გუცაევის დრიბლინგს, კახი ასათიანის და დავით ყიფიანის პასებს, გავაშელის, ნოდიას და შენგელიას საგოლე ალღოს, პაიჭაძის, მაჩაიძის და ჩივაძის კარში შორეული დარტყმების ხელოვნებას!

• gio

ეს არის ძალა რომელიც ამდენ ხანს მთელ საქართველოს გვაკლდა, ესაა დადებითი სიკეთის და სინათლის ენერგია, რომელიც მთელი ამ დროის მანძლზე შიდა და გარე მტრებისგან მოშხამულ, მოშავებულ ჩემს ლამაზ ქვეყანას მოედო და ხალხს სახეზე ღიმილი დაუბრუნა. დროის ამბავი იყო როდის გადმოხეთქავდა ქართული ჯიშს და გენის სილამაზე და მან დაიწყო დინება, პირველი დიდი ნახვრეტი გაუჩნდა პოსტ საბჭოურ ფარდას.

• G.LA

ყოჩაღ ღვთისავარ. მეწყინა რომ დამთავრდა სტატია, ისე მომეწონა თითქოს ნაწარმოებს ვკითხულობდი. მადლობა.

• ჟორა გაბრიჭიძე

ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე ალბათ მილიონზე მეტმა კაცმა ითამაშა, რომელთაგან ასამდე კაცია გამორჩეული. მათ შორის მეტიუზი, გარინჩა მესხი და მათთანები სჭარბობენ, რადგან ფეხბურთის სილამაზე დრიბლიგია და ვინც მას მაღალ დონეზე ფლობს, სწორედ მათ აქვთ შანსი საუკუნეების განმავლობაში იჯდეს მაყურებლის მეხსიერებაში. დღევანდელ ფეხბურთში ცოტანი არიან ასეთები და კარგია, რომ მათ გვერდით გამორჩეული ადგილი, ხვიჩას უჭირავს.

• ვაჟა მასწავლებელი

ხვთისავარ ყოჩაღ, დონ კვარასთან ერთად ყველა ვიზრდებით! არ გაგიკვირდეს და მეგონა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწერს ვკითხულობდი! ასე გააგრძელე . . . .!!!

ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა