ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ქალაქში რამდენიმე დღეა მოედნამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 636 000 ლარით განისაზღვრა, კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" გაიმარჯვა.

სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ.მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს. ასევე მოეწყობა მწვანე ზოლი და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

ტენდერის მიხედვით, გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი. კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" აღნიშნული სამუშაოები 45 დღის ვადაში
უნდა დაასრულოს.

ქუთაისსა და თბილისში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აზრი არ აქ ნაცი იქნება თუ ქოცი, ფაქტი ისაა რომ არაპროფესიონალები და უმოტივაციო ხალხის ბრალია რომ სტადიონები ვერ მოასწრეს, არავისკენ ხელს არ ვიშვერ მაგრამ ნებისმიერ სფეროში და სამსახურში ქართველების 80% დღეს არაპუნქტუალური, არაპროფესიონალი და არამოტივირებულია, ეს ერის დაავადება და არა კონკრეტულად რამდენიმე ადამიანის
გიორგი
24 მაისი 2017 12:17
0
ქუთაისელს-სკაი მთქველს კაი გამგონე უნდაო კარგადაა ნათქვამი ეტყობა ცუდად კითხულობ სხვის ნაწერს ან იმას კითხულობ შიგნი რაც შენ გინდა და სადა აქ მერის გამართლება ან ადგილობრივი ხელისუფლების ნეპოტიზმი კიდე ნაცების დროს რო იყო ისე უნდა ეგ კიარა ოთხმოცი პროცენტი ნაცია მაგ მერიაში დღესაც ნებისმიერმა ქუთაისელმა იცის ეს თან არაფლის გამკეთებლები.
quTaiseli
24 მაისი 2017 11:22
0
შეპირებული 20 სტადიონი სადარის რომელიც ამ მსოფლიოსთვის უნდა აეშენებინათ და დარჩენოდა რაგბის და ფეხბურთის ფედერაციებს. იმედია იტყვიან რამეს ოდესმე, გაგვარკვევნ მიზეზებში და გამჭვირვალე იქნება ყველაფერი.
beeq777
24 მაისი 2017 10:59
0
თუ მართლა ქუთაისელი ხარ კარგად გეცოდინება მაშნ ქუთაისის მერიის ნეპოტიზმი და კორუფცია ,რაღატომ ცდილობ ოდნავადაც მაგათ გამართლებას .
ქუთაისელს.
23 მაისი 2017 19:49
0
ქუთაისში არაფელი აღარ უნდა აეშენებიათ უფრო სწორედ იმისთვის ვინც ააშენა მეტი არაფელი არავის შეუთავაზებია ქუთაისისთვის ხოლო თბილისში ვინც ტენდერი მოიგო იმან ჩაისვარა თორე უნდა აშენებულიყო სავარჯიშო მოედნები და როგორც ვიცი ვეღარ ესწრებოდა.ძაანაც უმადური ნუ ვიქნებით რადგან რაც გაკეთდა რაგბის მიმართულებით ბოლო 5 წელიწადში იმდენი არცერთ ხელისუფალს არც კი გაუვლია გულში.გზის დაგებას რაც შეეხება მემგონი უადგილო იყო უკვე და დაგვიანებულიც მაგრამ ეტყობა თავის დროზე იყო ეგ გზა გასაკეთებელი და უფრო ზემოდან მოთხოვნის მიზეზით წამოიწყეს ასე ნაუცბადევათ ისე ჩვენ ადგილობრივ ხემლძღვანელობას ამ გზის გაკეთება ალბათ მაინც ვერ უშველის.
qutaiseli
23 მაისი 2017 17:31
0
აქამდე სად იყო მთავრობა? ვალდებულებით ასაშენებელი სტადიონებიდან არცერთი არ ააშენა და ძველთან მისასვლელი გზაც ეხლა გაახსენდათ. სტადიონებს მერე ავაშენებთო ამ აფერისტებმა
ლადო
23 მაისი 2017 17:13
0
სად ეჩქარებოდათ, მორაგბეების ავტობუსი რო შემოვიდოდა ქუთაისში მაშინ დაეწყოთ ბარემ.
ერიკ ჯემბა ჯემბა
23 მაისი 2017 16:57
0
ოე, ჯოგი!
სანამ არ მოგაწვათ ბუჩქებში არ გაიქცეთ, ჯოგი!
8 დღეში გახსნაა და 45 დღეში დასრულდებაო
-_-
23 მაისი 2017 16:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული