ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ქალაქში რამდენიმე დღეა მოედნამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 636 000 ლარით განისაზღვრა, კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" გაიმარჯვა.

სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ.მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს. ასევე მოეწყობა მწვანე ზოლი და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

ტენდერის მიხედვით, გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი. კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" აღნიშნული სამუშაოები 45 დღის ვადაში
უნდა დაასრულოს.

ქუთაისსა და თბილისში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოე, ჯოგი!
სანამ არ მოგაწვათ ბუჩქებში არ გაიქცეთ, ჯოგი!
8 დღეში გახსნაა და 45 დღეში დასრულდებაო
0
სად ეჩქარებოდათ, მორაგბეების ავტობუსი რო შემოვიდოდა ქუთაისში მაშინ დაეწყოთ ბარემ.
ერიკ ჯემბა ჯემბა
16:57 23-05-2017
0

სიახლეები პოპულარული