გუნდის მთავარ მწვთნელად ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაინიშნა, რომელიც საქართველოს A ნაკრების მწვრთნელია და გუნდთან ერთად ინგლისში იმყოფებოდა. ამიტომ "არმიას" მომავალი გეგემების შესახებ მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ბადრი ბოხუას ვესაუბრეთ.
- "არმიას" სარაგბო გუნდი "თსუ\ლომების" ბაზაზე შეიქმნა. რა ცვლილებები განხორციელდა გუნდში,
- სარაგბო გუნდი "არმია" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით შეიქმნა. შევკრიბეთ სრულიად ახალი გუნდი. მთავარ მწვრთნელად ვეტერანი მორაგბე ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაინიშნა. მოთამაშეები მოვიწვიეთ სხვადასხვა კლუბებიდან, "უნივერსიტეტიდან", "ყოჩებიდან", "აკადემიიდან". რამდენიმე ქართველი მორაგბე უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ. ამჟამად გუნდში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე ირიცხება, ირაკლი ნატრიაშვილი, ბიძინა სამხარაძე და ჯაბა ბრეგვაძე.
- როგორ მოემზადა გუნდი ახალი სეზონისთვის?
- სეზონისთვის მზადება ძალიან კარგად მიმდინარეობს. საწვრთნელი შეკრება ბათუმში მოვაწყვეთ, სადაც "ბათუმი XV"-თან ორი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. პირველი მატჩი 25:13 მოვიგეთ, მეორეში კი 35:10.
თბილისში დაბრუნებულებმა უმაღლესი ლიგის გუნდ "არმაზს" ვეთამაშეთ და მშარლი ანგარიშით დავამარცხეთ - 25:0.
- ახლახან შვიდკაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელიც "არმიამ" მოიგო. როგორ შეაფასებდით გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშს?
- შედეგი, ცხადია, ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. შვიდკაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპზე, რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა თექვსმეტმა გუნმა იასპარეზა. არმიელებმა ყველა მატჩში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, ფინალში კი ქუთაისის "აიას" დავუპირისპირდით. მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში კი გამარჯვება ჩვენ ვიზეიმეთ 19:14 და შვიდკაცა რაგბის გაზაფხულის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ.
- რა მიგაჩნიათ თქვენი გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებად?
- გუნდი თანაბრადაა დაბალანსებული. როგორც ქართული რაგბისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენი შერკინება უფრო მძლავრია, თუმცა უკანახაზიც არანაკლებ კვალიფიციური, მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი გუნდის სამი წევრი ეროვნული ნაკრების მოთამაშეა, ორი საქართველოს A ნაკრებში ირიცხება, 6 მოთამაშე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებშია მიწვეული, ერთიც -18-წლამდელთა გუნდში.
- რა მდგომარეობაშია კლუბის ინფრასტრუქტურა, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
- ვარჯიშისთვის ყველა პირობა გვაქვს, ინფრასტრუქტურა აწყობილი გვაქვს, მოედანი, ბურთები, ეკიპირება სრულ წესრიგშია. ყველაფერი მზად არის საიმისოდ, რომ ნებისმიერ ტურნირში გამარჯვებისთვის ვიასპარეზოდ.
- ეყოლება თუ არა "არმიას" ბავშვთა, ასევე ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდები?
- ამ ეტაპზე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ჯერჯერობით არ ვიცით.
- რა მიზენბს ისახავს "არმის" წლევანდელ სეზონში?
- როგორც ყველა გუნდი, ჩვენც პირველობისთვის ვიბრძოლებთ. წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშები გველის. დიდი სურვილი გვაქვს ჩემპიონები გავხდეთ. რა თქმა უნდა, თასის მოპოვებასაც ვეცდებით.
- საქართველოს თასისა და ჩემპიონატის გათამაშებაში, რომელი გუნდები იქნებიან თქვენი "კონკურენტები?
- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდი კონკურენტუნარიანია. ყველას შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. თუმცა რამდენიმე გუნდი მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა. გამოვყოფდი შარშანდელ ჩემპიონ "ლოკომოტივს" და თასის მფლობელ "ლელოს".
ვფიქრობ, ჩვენს წინააღდმეგ ყველა მაქსიმალურად მობილიზებული იბრძოლებს. მერე, მოგვიანებით, როცა საპლეიოფო ოთხეული გამოიკვეთება, გუნდებს სხვა მოტივაცია ექნებათ და იქ განსაკუთრებით თავდადებით ბრძოლა იქნება საჭირო.
P.S. აღსანიშნავია, რომ "არმიაში" მართლაც სერიოზულმა ძალამ მოიყარა თავი. მთავარი მწვრთნელის შესახებ უკვე ვთქვით. ნიკოლოზ ჭავჭავაძე მოთამაშე მწვრთნელი იქნება. ასევე თამაშს აპირებენ მისი თანამშემწეები, საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბეები ლევან (ლეონსიო) ცაბაძე და კახა კობახიძე. თითქმის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ არმიელთა რიგებში გამოჩნდება კიდევ ერთი ყოფილი "ბორჯღალოსანი " არჩილ ქავთარაშვილი.
არმია
პირველი ხაზი: ლევან ცაბაძე, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ირაკლი ქორიძე, ირაკლი ნატრიაშვილი, გიორგი კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან შენგელია, ბექა მამრიკიშვილი, დავით ხიდეშელი.
მეორე ხაზი: მამუკა ცხადაძე, ლადო ჩოჩიშვილი, გიორგი ჟღენტი, ბექა ბიწაძე, ზაზა ნავროზაშვილი.
მესამე ხაზი: კახა კობახიძე, ლადო კილასონია, ლევან დარასელია, გიორგი კალმახელიძე, გიორგი სურგულაძე, ჯემალ მორჩაძე.
#9: ბიძინა სამხარაძე, ალეკო ზაბახიძე, რამაზ ჯინაშვილი.
#10: ლაშა ბაირამაშვილი, მამუკა ნინიძე, გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი.
#12-13: თამაზ მჭედლიძე, რატი ნუცუბიძე.
#11-14: არჩილ ქავთარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯაბა კიკვიძე, რამაზ ხარაზიშვილი.
#15: ირაკლი ფერაძე, ბახვა კობახიძე.