ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გეგენავა (კობერიძე 68), მაისურაძე, ინაშვილი, ს.ნიჟარაძე, კვარაცხელია, ბგაძე (ხელაძე 70). (1-8) გოგეშვილი (ანთიძე 59), მამუკაშვილი (წიკლაური 73), ხოსიტაშვილი (ბეჟუაშვილი 60), ბელაშვილი, არჩუაშვილი, გრძელიშვილი, ცხვედიანი (ცუცქირიძე 67), ილიაევი.
2ს: მახარაშვილი.
სინბინი: ბეგაძე, გრძელიშვილი
არმია (15-9) ბ.კობახიძე, ქავთარაშვილი, მჭედლიძე, ნადარეიშვილი, ნუცუბიძე, ელიზბარაშვილი (ბაირამაშვილი 62), სამხარაძე (ზაბახიძე 65). (1-8) ქორიძე, ნატრიაშვილი (კაკოვინი 72), ნავროზაშვილი (მამრიკიშვილი 62), ბიწაძე, კიკვიძე (კ.კობახიძე 20), კალმახელიძე, დარასელია, ცხადაძე (კილასონია 50).
2ლ: საჯარიმო, ნუცუბიძე. 3ს,2გ: ბ.კობახიძე
მსაჯი: ნ.რობიტაშვილი
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ჩემპიონატის მე-5
"აიას" კვალში ჩაუდგა უმაღელსი ლიგის დებიუტანტი "არმია", რომელმაც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გათამაშების აუტსაიდერ "ყოჩებს" - 23:6 მოუგო. არმიელებმა წინა ტურში "აკადემიასთან" ფრედ ნათამაშებ მატჩში მიღებული გაკვეთილი გაითვალისწინეს და, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ყველა მატჩი წაგებული აქვს და ღრმა კრიზისს განიცდის, მაქსიმალურად მობილიზებულად გაისარჯნენ.
ცხადია, "ყოჩებს" უბრძოლველად არაფერი დაუთმია, ამ გუნდს ასეთი რამ არ სჩვევია. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ბოლომდე ჟინიანი ბრძოლის უნარით, თუმცა ახლა გუნდს სხვა, საკმაოდ მწვავე პრობლემა, მოკლე სათადარიგო სკამი აწუხებს. ეს განსაკუთრებით შერკინების პირველი ხაზის თამაშში იგრძნობა.
"არმია", როგორც უკვე ვთქვით, დასაწყისიდანვე შეუდგა გამარჯვებისკენ მიმავალი გზის ძებნას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მე-6 წუთზე გახნსა, მეტოქის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. "ყოჩები" რაკში თამაშისას დაჯარიმდა და ფულბეკმა ბახვა კობახიძემ 40 მეტრიდან გაიტანა - 3:0.
"არმიამ" გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება 36-ე წუთზე შეძლო. მანამდე კი ანგარიში "ყოჩებს" მიჰყავდა. ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა მე-9 და მე-16 წუთებზე ორი საჯარიმო გაიტანა - 6:3. მან მალევე კიდევ ერთხელ დაარტყა საჯარიმოდან, მაგრამ არაზუსტად.
ამას პირველი ტაიმის 30-ე წუთზე "ყოჩების" მასირებული შეტევა მოჰყვა. მათ საჯარიმოს დარტყმის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვეს, მაგრამ ამჯერად ბურთი აუტში გადაიტანეს. დერეფანი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მოიგეს, მოლის დაყენება სცადეს, არ გამოუვიდათ, თამაში რაკში გადავიდა. იქ კი არმიელები ისევ დაჯარიმდნენ. "ყოჩებმა" საჯარიმო გაათამაშეს. მორკინელების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, რაკში თამაშისას ბურთი დაკარგეს და "არმიამ" ვითარება განმუხტა.
არმიელებმა, შედეგიანი კონტრიერიში წამოიწყეს. მათ რიგებში გამორჩეულები საქართველოს ნაკრების წევრები ბიძინა სამხარაძე და ირაკლი ნატრიაშვილი იყვნენ. შესანიშნავად ითამაშა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ. საუკეთესო კი, უდავოდ იყო შეცვლაზე შესული ვეტერანი კახა კობახიძე, რომელმაც გუნდის თამაში ბევრად აგრესიული, ცოცხალი და ეფექტური გახადა.
35-ე წუთზე "არმიამ" დაწინაურება შეძლო. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში არმიელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ დარტყმის სანაცვლოდ შერკინება მოითხოვეს. არც შემცდარან. შერკინება სამჯერ მოეწყო და "ყოჩებმა" სამივეჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მატჩის არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ბახვა კობახიძემ გარდასახა - 10:6.
თამაშის მშვნება კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაიმის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მგეზავი გიორგი ელიზბარაშვილის დიდოსტატური არეკნი იყო. "არმიას" მორკინალებმა დარტყმის არეალი შესანიშნავად გაწმინდეს და ელიზბარაშვილმა არეკნი 35 მეტრიდან, დაჰკრა - 13:6.
შესვენების შემდეგ "ყოჩები" ბევრს ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ გუნდს თამაშში სიმწყობრე აკლდა და მორაგბეები სწორ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ.
"არმიას" ფულბეკმა ბახვა კობახიძემ 46-ე წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 16:6. ოთხ წუთში კი სამხარაძის, ნატრიაშვილის და მჭედლიძის შესანიშნავ თამაშს გარემარბ რატი ნუცუბიძის გარღვევა მოჰყვა, რომელმაც ლელოში შეაღწია, ბახვამ ესეც გარდასახა - 23:6.
თამაშის დამთავრებამდე დარჩენილ 30 წუთში ორივე გუნდმა არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ლევან ცაბაძე, "არმიას" მწვრთნელი:
"გუნდმა დასახული ტაქტიკური მონახაზი ნაწილობრივ შეასრულა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე არ გამოგვდის, როგორც ვგეგმავთ და გვინდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ახალი გუნდია, ბევრი ახალი მორაგბე გვყავს და შესათამაშებლად დრო გვჭირდება. რამდენიმე თვის შემდეგ, ვფიქრობ, ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება."
ნიკოლოზ ჭავჭავაძე, "არმიას" მთავარი მწვრთნელი:
"ამ მატჩში ახალი ტაქტიკური მონახაზით ვითამაშეთ, ამიტომ ყველაფერი არ გამოგვივიდა. წინა თამაშის შემდეგ ხუთდღიანი მონაკვეთი გვქონდა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ახლის სრულყოფლად შესასწავლად. თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ნაწილობრივ მაინც მოვახერხეთ დასახული ტაქტიკური მონახაზის განხორციელება.
სამომავლოდ, "არმია" კიდევ უფრო მაღალი დონის რაგბის ითამაშებს, მით უფრო, რომ სატრანსფერო სეზონზე უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე მმართველი მორაგბის დამატებას ვაპირებთ."
V ტური
აია-ლელო 31:25, ხარები-ლოკომოტივი 5:22, აკადემია-არმაზი 26:26
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 5 5 0 0 +82 10
2.არმია 5 3 1 1 +18 7
3.ლელო 5 3 0 2 +39 6
4.ლოკ. 5 3 0 2 +32 6
5.არმაზი 5 2 1 2 -24 5
6.აკადემია 5 1 2 2 -17 4
7.ხარები 5 1 0 4 -59 2
8.ყოჩები 5 0 0 5 -69 0
VI ტური
არმია-არმაზი, ყოჩები-აია, ლელო-ხარები, ლოკომოტივი-აკადემია