მანამდე კი, მე-5 ტურში "ჯიქები" ფოთს სტუმრობდნენ და იქაური "რაინდები" მშრალი ანგარიშით 51:0 დაამარცხეს. ბათუმელებმა კი თბილისში სამოყვარულო გუნდ "დევებთან" გაიმარჯვეს - 57:19.
მომდევნო ტურში "ჯიქები" ოზურგეთში დაუპირისპირდება "არწივებს", რომელმაც სტუმრად ასტრონომიული
მეხუთე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "თი ბი სიმ" შინ მოუგო ქუთაისის "ბაგრატს" - 19:6.
V ტური
ხულიგანა-არწივები 123:0, დევები-ბათუმი XV 19:57, თი ბი სი-ბაგრატი 19:6, რაინდები-ჯიქები 0:51
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 10 ქულა, 2. ჯიქები - 10, 3. ხულიგანა - 6, 4. თი ბი სი 6, 5. დევები - 4, 6. ბაგრატი - 2, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.
VI ტური
ბაგრატი-დევები, არწივები-ჯიქები, ბათუმი XV-რაინდები, ხულიგანა-თი ბი სი
ტომ ვუდი ინგლისში საუკეთესოა
"ავივა პრემიერშიფი" ანუ ინგლისის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ჩასატარებელი მხოლოდ ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრებიღა დარჩა. ამ ქვეყნის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა და ინტერესი იქ მიმდინარე მოვლენებისადმი გასაგებიცაა.
მართალია, ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზატორებმა უკვე გამოავლინეს "ავივა პრემიერშიფის" სეზონის მოთამაშე. ასეთად ინგლისი ნაკრებისა და "ნორსჰემპთონის" მესამეხაზელი ტომ ვუდი დაასახელეს.
ოცნების გუნდი
15. მაიკ ბრაუნი (ჰარლიქუინზი), 14. დევიდ სტრიტი (სარასენზი), 13. მანუ ტუილაგი, 12. ენტონი ალენი (ორივე-ლესტერი), 11. კრის ეშტონი (ნორსჰემპთონი), 10. ჯიმი გოპერთი (ნიუკასლი), 9. დენ ქერი (ჰარლიქუნზი) 1. სოანე ტონგაუიჰა (ნორსჰემპთონი), 2, სხალკ ბრიტსი (სარასენზი), 3. ბრაიან მუჯატი, 4. კორტნი ლავი (ნორსჰემპთონი), 5. ტომ ჰეისი (ექსეტერი), 6. ტომ ვუდი (ნორსჰემპთონი), 7. ჟაკ ბურგერი (სარასენზი), 8. თომას ვალდრომი (ლესტერი).
მაა ნონუმ მონპელიე უარყო
ახლახან ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი სეზონიდან ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი მაა ნონუ საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეში" ითამაშებს.
ეს ინფორმაცია მაა ნონუმ კატეგორიულად უარყო.
"წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოიტანეს, რომ "მონპელიეში" თამაშს ვაპირებ. ამ გუნდთან მოლაპარაკებაც კი არ მქონია. გასაგებია, რომ ყველას აინტერესებს ესა თუ ის მორაგბე მომავალში რას აპირებს, სად ითამაშებს. მე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
"ოლ ბლექსის" მორაგბეები ცხოვრების ნახევარზე მეტია ახალ ზელანდიაში თამაშობენ. ცხადია, როცა კარიერა დასასრულისკენ მიდის, ვფიქრობ, რაც შეიძლება სარფიანი კონტრაქტი გააფორმო. ყველა თვითონ წყვეტს როგორ მოიქცეს, ვისაც უნდა საფრანგეთის სამხრეთში პლაჟზე მზეს ეფიცხება, ვის კიდევ ინგლისში ორმოცი მატჩით მეტ თამაშში უწევს გარჯა, ვინ კიდევ მთელ ცხოვრებას სუშის ჭამაში ატარებს.
ერთი სიტყვით, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და როგორც კი რამე სიახლე იქნება, უმალ შეგატყობინებთ"- თქვა მაა ნონუმ.