ჭაბუკთა ლიგა: "აკადემია" და "ქუთაისი 1" საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს და ჯერაც დაუმარცხებელია თბილისის "აკადემია". ეს გუნდი ყველასგან აშკარად გამორჩეულია და გათამაშების უმთავრესი ფავორიტია.

აკადემიელებმა მეშვიდე ტურში პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "არმიას" მოუგეს - 31:7.

ლიდერს კვალში უდგას რუსთავის "ხარები", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია ოზურგეთის "არწივებს".

B ჯგუფში დაუმარცხებელი ქუთაისის პირველი გუნდია. მეშვიდე ტურში აქ მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. თბილისის "ივერია მგლებმა" თანაქალაქელ "ჯვაროსნებს" აჯობეს - 34:7. დანარჩენი შეხვედრები გადაიდო.

ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
VII ტური
აკადემია-არმია 31:7, ხარები-არწივები 43:0, ქუთაისი 2-იმერეთი 48:3, ვეფხვები-ყოჩები (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 29 ქულა, 2. ხარები - 25, 3. ხულიგანა - 18, 4. არმია - 14, 5. ქუთაისი 2 - 10, 6. არწივები - 9, 7. ყოჩები - 9, 8. ვეფხვები - 4, 9. იმერეთი - 2.

VIII ტური
არმია-ხარები, ყოჩები-ქუთაისი 2, არწივები-პატარძეული, იმერეთი-ხულიგანა.

B ჯგუფი
VII ტური
ივერია მგლები-ჯვაროსნები 34:7, ლელო-ჯიქები (გადაიდო), ტაო-წიქარა (გადაიდო), ჯიქები-ქუთაისი 1 (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 20 ქულა, 2. ჯიქები - 19, 3. ლოკომოტივი - 16, 4. ლელო - 15, 5. არმაზი - 13, 6. ივერია მგლები - 11, 7. წიქარა - 8, 8. ჯვაროსნები - 1, 9. ტაო - 0.

VIII ტური
ლოკომოტივი-ივერია მგლები, წიქარა-არმაზი, ჯვაროსნები-ტაო, ჯიქები-ქუთაისი 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული